x
image
L.C.
ჩაქოლეთ,ის ჰომოსექსუალია!

imageამ სტატიაში მინდა დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურ თემას - სექსუალურ უმცირესობებს შევეხო, ვინაიდან უკვე ხშირი დისკუსიები მიდის მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და საზოგადოების განწყობა საკმაოდ აგრესიულია, რაც ვფიქრობ, ნამდვილად არაა კარგი.სადაო არაა ის, რომ საქართველოში ჰომოფობია საკმაოდ გავრცელებულია და ყოველი ჰომოსექსუალის გამოსვლა ქუჩაში ცემა-ტყეპით მთავრდება, რისთვისაც აქამდე არავინ არასდროს დასჯილა.პირველი პრობლემა, რომელიც საზოგადოებას ამ კუთხით გააჩნია, მისი არაინფორმირებულობაა.ყველას ჰგონია, რომ ჰომოსექსუალობა რაღაც გადამდები სენია და თუ გეებისა და ლესბოსელების ქუჩაში გამოსვლას ხელს არ შევუშლით, ჩვენი შვილებიც ასეთები გაიზრდებიან, რაც სინამდვილეში უბრალოდ აბსურდია.ევროპისა და ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ დიდი ხანია დაადგინა, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არაა და მისი პროპაგანდა, მარტივად რომ ვთქვათ, შეუძლებელია.ესაა ადამიანის იდენტობა, შესაბამისად, თუ იგი დაბადებიდანვე არ დაგყვათ, შემდგომში მისი "შეძენა" არ ხდება.გასაგებია, რომ ტრადიციული ქვეყანა ვართ, სადაც რელიგიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ როგორც ხშირად გვემართება ხოლმე ქართველებს, ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით.თავად დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს, რელიგიის დასაცავად ადამიანის ცემა ნორმალურია?დამეთანხმებით, რომ რელიგია, პირველ რიგში, ჰუმანურობისკენ მოგვიწოდებს და ადამიანის მოსაკლავად გამეტება უფრო დიდი ცოდვაა(გაიხსენეთ მთიულეთში მომხდარი შემთხვევა, როცა ორი გეი ხელფეხშეკრული მდინარეში გადააგდეს).აქვე მინდა უფლებადამცველების პროტესტსაც შევეხო ორგანიზაცია "იდენტობის" წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი გაბედავამ ჩემთვის ნამდვილად შოკისმომგვრელი განაცხადი გააკეთა - "მინდა ყველამ იცოდეს, რომ ამ ადამიანების ცემა-ტყეპას არავინ არ აპირებს, იმიტომ რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს" . წარმოიდგინეთ "უფლებადამცველი" რომელიც ადამიანს იმის გამო კი არ სცემს რომ ფიზიკური ხელშეუხებლობა ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, არამედ იმიტომ, რომ ამით რაიმე უპირატესობა არ მიანიჭოს! საინტერესოა, ვის უფლებებს იცავენ ასეთი პირები და ვინ ანიჭებს მათ ამ სტატუსს?ერთი რამ კი ცხადია, სანამ საქართველოში მსგავსი პირები "დაიცავენ" ჩვენს უფლებებს, ნამდვილად არაფერი გვეშველება, რადგან ესაა პირდაპირი დისკრიმინაცია, რასაც ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობა ებრძვის სწორედ უფლებადამცველთა მეშვეობით და მსგავსი განცხადებები პირადად ჩემთვის ამაზრზენია.

ყველა ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი.მინდა კითხვით მოგმართოთ, ჰომოსექსუალთა გარეთ გამოსვლით, როდესაც ისინი უბრალოდ თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ, ჩვენ რა უფლებები გველახება?მასმედიაშიც ყველაფერს "გეი აღლუმს" უწოდებენ, რაც უბრალოდ სამარცხვინოა, ვინაიდან ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა საერთოდ სხვა მიზნებს ემსახურება და ჟურნალისტებსაც ცოტა მეტი კორექტულობა მართებთ.ყველას გვაქვს გარკვეული სუბიექტური შეხედულებები, თუმცა სანამ მხოლოდ ამ სუბიექტური შეხედულებებით ვიხელმძღვანელებთ და ცოტა ფართოდ არ შევხედავთ გარკვეულ საკითხებს, წინ ნამდვილად ვერ წავალთ, ვერც სამართლებრივად და ვერც სხვა კუთხით, ვინაიდან ის ფაქტი, რომ ჩვენ რაღაც არ მოგვწონს, არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გვაქვს ამის აკრძალვა მოვითხოვოთ.

5
42
5-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:L.C.
L.C.
42
  
2013, 7 ივლისი, 23:24
კაი გოგო ხარ გეიხარე )
2013, 7 ივლისი, 22:47
მოკლედ თქვენი ნებაა რა დამოკიდებულება გექნებათ:)
2013, 7 ივლისი, 19:11
პიდარასტი გადააბრუნე გადმოაბრუნე პიდარასტია :D
2013, 7 ივლისი, 17:25
ცუდია, რომ სტატია ასეთი კუთხით გაიგეთ, გაფრთხილება და ფიზიკური შეურაცხყოფისგან თავის შეკავება ცოტა სხვადასხვა რაღაცაა, თუმცა ესეც თქვენი აზრია და უფლება გაქვთ ასე ფიქრობდეთ:) და ხო მართლა, ჰომოსექსუალურები არა, ჰომოსექსუალები:))
2013, 5 ივლისი, 20:53
:D სასცილო სტატიაა ...გავუფრთხილდეთ ყველამ ჰომოსექსუალურებს :D
0 1 5