x
image
L.C.
თანამედროვე მკითხველები

imageამ სტატიის წერისას, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ნახვას ნამდვილად ვერ მოვაგროვებ, მე ხომ ახლა არ ვწერ მორიგ ვარსკვლავურ ქორწინება-განქორწინებაზე, შოუბისნესის გახმაურებულ სკანდალზე, ან რომელიმე უნიჭო ვარსკვლავის პირადი ცხოვრების ამაზრზენ დეტალებზე.ამჯერად მინდა თანამედროვე მკითხველებს შევეხო, რომელთა ინტერესთა სფეროც სამწუხაროდ ძირითადად ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების სტატიებით შემოიფარგლება.შეიძლება ბევრი ადამიანი გავაღიზიანო, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე ქართველი მკითხველების გემოვნება საკმაოდ დაეცა.უმეტესობა მხოლოდ ვარსკვლავური ჭორებით ინტერესდება, ხოლო შემეცნებითი სტატიები, ჩათვალეთ, რომ დაწერისთანავე განწირულია.ამაში პირადად, საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი - დავიწყე ცოტა სერიოზული, კარგად დასაბუთებული სტატიით, საკმაოდ ვრცელი გამომივიდა და წერტილ-მძიმე არ გამომიტოვებია, მაგრამ რად გინდა, აღმოჩნდა, რომ დიდი სტატიების კითხვა თურმე ეზარებათ.კარგი ბატონო, ნაწერის ზომა საკმაოდ შევამცირე და გადავედი ისეთ თემებზე როგორიცაა ცეკვა, მხატვრობა...მაგრამ რად გინდა, 50 ნახვას ვერცერთი ვერ აცდა, იგივე ბედი ეწიათ სხვა საინტერესო ნაწერებსაც, რომლებსაც ეტყობა კარგი სურათი ვერ დავადე კაშკაშა ფერებითა და გამომწვევი ქალებით(რა ვუყო, თემატიკაში არ ჯდებოდა) და ახლა ვწერ მეც შოუბიზნესზე, სამაგიეროდ, შემოსავალი მერიცხება, სხვა რა გზაა?დარწმუნებული ვარ სხვა ავტორებიც დამეთანხმებიან და იგივე გამოცდილება აქვთ ამ კუთხით, არადა რამდენჯერ შემხვედრია ძალიან საინტერესო სტატია, კარგად დაწერილი, ჩამთრევი შინაარსით და ამ დროს რეიტინგით პირველ ადგილზე რომელიმე ქართველი "ვარსკვლავის" პირადი ფოტოები ყოფილა.ნურც ავტორები გამიგებთ ცუდად, დარწმუნებული ვარ თქვენც უფრო სერიოზულ თემებზე გინდათ წერა, უბრალოდ, მკითხველი არ გვაძლევს ამის საშუალებას.მერე კიდევ იმას იტყვიან, არასერიოზულ თემებზე წერთ და დაბალი დონე გაქვთო.რას ვიზამთ, სერიოზული თემებით ვინმე ინტერესდება?

40
70
11-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
70
  
2012, 4 დეკემბერი, 18:50
მადლობა:)
2012, 4 დეკემბერი, 18:48
ხოოოოოოოოოოოოოო.
მე ისეთი წიგნები მიყვარს რომელშიც მოვლენები აქტიურ ფაზაშია და ერთი აბზაცის გამოტოვებაც კი რომ გენანება,ისეთი წიგნი რომელშიც 5 ფურცელი მარტო ოთახის აღწერას ეთმობა ან ვიღაცის ფეხის ტკივილის წუწუნს მე გულს ვერ ვუდებ.
სტატია მომეწონა.
2012, 29 ნოემბერი, 2:02
ეს ის ქვეყანაა მეგობარო, რომელშიაც ,,გველის პერანგი" რამოდენიმეს თუ აქვს წაკითხული და ,,მგლები" თითქმის ყველას.. აქ ყველა ოჯახში იხილავ ,,ვეფხისტყაოსანს" და სამწუხაროდ სკოლის შემდეგ ცოტას თუ გადაუშლია, სამაგიეროდ ასევე თითქმის ყველა ოჯახშია მანველიძის ,,რომანები" და საკმაოდ გულდასმითად ახსოვთ ყველა სცენა )) სავალალოა, როდესაც ცოტას თუ მოწონს შალვა კარმელის, პაოლოს ან ნიკო სამადაშვილის ლექსები, სამაგიეროდ ,,ო, რა მაგარი ქალი ხარ" თითქმის ზეპირად (ტექსტთან ახლოს) იციან )) იგივე ხდება მუსიკალურ გემოვნებაშიც და ა შ
2012, 28 ნოემბერი, 23:58
მადლობა ლუცო. ვეცდები მოვიძიო.
2012, 28 ნოემბერი, 18:09
ზოგადად ოტიას ნაწარმოებები და თვითონ მწერალი თუ მოგწონს მეთქი?
2012, 28 ნოემბერი, 18:04
რა არ მომეწონა??
2012, 28 ნოემბერი, 18:03
მეც.. არ მოგეწონა?
2012, 28 ნოემბერი, 18:02
ყველაფერი თითქმის... იგავ-არაკებიც კი..
2012, 28 ნოემბერი, 17:56
ოტია ძალიან მიყვარს... რა გაქვს წაკითხული?
2012, 28 ნოემბერი, 17:55
"რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ვატირდი" ეს წაიკითხე. კოელიოს ფანი არ ვარ მაგრამ არის ამნაწარმოებში რაღაც :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10