საზოგადოება ყველაზე ორიგინალური მილიონერები მსოფლიოში 2012, 30 ოქტომბერი, 1:36 1.კარლ რაბედერი სიღარიბეში გაიზარდა და როცა ზრდასრული გახდა, სიმდიდრის მოხვეჭა გადაწყვიტა.ის მართლაც გახდა
მილიონერი, იყიდა რამდენიმე სახლი, მანქანები, ვერტმფრენი, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ბედნიერი ვერ გახდა.მილიონერი მიხვდა, რომ ფული მას უბედურს ხდიდა, ამიტომ გადაწყვიტა მთელი ქონება თავიდან მოეშორებინა და რაც კი გააჩნდა ყველაფერი ქველმოქმედებაში ჩადო, თვითონ კი პატარა სახლი იყიდა მთებში და ახლაც იქ ცხოვრობს. 2.იმ ადამიანების უმეტესობას, რომლებიც აფრიკაში მოგზაურობენ, იქიდან ჟირაფებთან, ან ლომებთან ერთად გადაღებული ფოტოები ჩამოაქვთ, აი ბრიტანელი მილიონერი გრეჰემ პენდრილი კი იქ მოგზაურობისას აფრიკული ტომის - მასაის წევრი გახდა.მან მთელი რიგი რიტუალები გაიარა, რომელთაგან ერთ-ერთის დროს ძროხის შარდის დალევაც კი მოუხდა.ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მან ინგლისში დაბრუნების მერეც გააგრძელა მასაის ტომის ტანსაცმლის ტარება და ასე საქმიან შეხვედრებზეც ცხადდება.იგი თავისი რეზიდენციის გაყიდვას და ტომში გადასახლებას გეგმავს. 3.ქალმა, რომელიც საავადმყოფოს ექთნად მუშაობს, ერთ-ერთ უცხოურ ტელე-შოუში მილიონი ევრო მოიგო.მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა ნებისმიერი საქმის კეთება შეუძლია, იგი მაინც ისევ ექთნად აგრძელებს მუშაობას. 4.ნიკოლას ბერგრუენი - უსახლკარო მილიონერი, რომელიც მუდმივად სასტუმროებში ცხოვრობს.მას რამდენიმე სახლი ჰქონდა, თუმცა ყველა გაყიდა.მილიონერმა საერთოდ უარი განაცხადა სხვადასხვა ნივთების შეძენაზე, რადგან თვლის, რომ მათ სიხარული არ მოაქვთ.საბოლოო ჯამში ნიკოლასმა გადაწყვიტა მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებას მოახმაროს.საუბარია ორ მილიარდ დოლარზე... 5.ტაილანდის მილიონერმა პრემიერ-მინისტრმა თავისი ქალიშვილი მაკდონალდსში გაუშვა სამუშაოდ, რათა გოგონამ ფულის ფასი იცოდეს.პირველივე დღეს მან თავისი ქალიშვილისგან ჰამბურგერები იყიდა და გოგონა დღემდე აგრძელებს იქ მუშაობას. 4922 10-ს მოსწონს
|