x
image
L.C.
შენი გაკეთებული,შენვე დაგიბრუნდება

imageმეოცე საუკუნის ბოლოს ერთ-ერთმა შოტლანდიელმა გლეხმა ტყეში ჭაობიდან ამოიყვანა პატარა ბიჭი და ამით იგი სიკვდილს გადაარჩინა.მეორე დღეს მის სახლს მოადგა მდიდარი უცნობი, რომელიც გადარჩენილი ბავშვის მამა აღმოჩნდა და მზად იყო ნებისმიერი თანხა გადაეხადა გლეხისთვის მადლიერების ნიშნად, რაზეც კაცმა სასტიკი უარი განაცხადა, რადგან თვლიდა, რომ ნებისმიერი ადამიანი მასსავით მოიქცეოდა.საუბრისას, სახლიდან გამოვიდა მისი პატარა ვაჟი და უცნობმა შეძლო გლეხის დათანხმება იმაზე, რომ წაეყვანა ბიჭი ლონდონში, მიეცა მისთვის უმაღლესი განათლება და ამით გადაეხადა მადლობა შვილის გადარჩენისათვის.გლეხის შვილი მართლაც წაიყვანეს ლონდონში, მან დაამთავრა სკოლა, შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტი და მოგვიანებით იგი გაიცნო მთელმა მსოფლიომ, როგორც ადამიანი, რომელმაც შექმნა პენიცილინი.მისი სახელი იყო ალექსანდრე ფლემენგი.

ომის დაწყებამდე ფილტვების ანთების მწვავე დიაგნოზით კი საავადმყოფოში მოათავსეს იმ მდიდარი ჯენტლმენის შვილი და ამჯერად მისი სიცოცხლე სწორედ ფლამენგის მიერ გამოგონილმა პენიცილინმა იხსნა.

მდიდარი უცნობს, რომელმაც დააფინანსა მისი სწავლა ერქვა პანდოლფ ჩერჩილი, ხოლო მისი შვილი იყო უინსტონ ჩერჩილი - შემდგომში ინგლისის პრემიერ-მინისტრი.სწორედ ამ ისტორიასთან დაკავშირებით ერთხელ ჩერჩილმა თქვა "შენი გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება".

2
349
9-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
349
  
2012, 10 ნოემბერი, 19:23
ამქვეყნად ამაოდ არაფერი ხდება....
2012, 10 ნოემბერი, 19:21
მაგარი ადამიანი იყო ჩერჩილი :))))))))))))
0 1 2