x
image
L.C.
რვა წლის ჯიპების ქურდი

imageბავშვები ხშირად იპარავენ პატარ-პატარა ნივთებს, უფროსები კი ამას უბრალოდ ცელქობად უთვლიან და ზოგჯერ ეღიმებათ კიდეც მათ საქციელზე, თუმცა ამ ამბის მთავარი გმირის შემთხვევას არ ვიცი ცელქობად რამდენად ჩათვლით, თუმცა ალბათ ნამდვილად გაგეღიმებათ.

ახალი ზელანდიის მაცხოვრებელმა 8 წლის ბიჭმა ჩაიდინა "საშინელი" დანაშაული - მოპარა ჯიპი საკუთარ მშობლებს. იგი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შეაჩერა, რომელიც იმ დროს თავადაც მოძრაობდა გზაზე.როდესაც მან დაინახა არათანაბარი სიჩქარით მოსიარულე მანქანა, ლოგიკურად იფიქრა, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო, ამიტომ გზა საკუთარი ავტომობილით გადაუკეტა და წასვლის საშუალება აღარ მისცა.წარმოიდგინეთ მისი რეაქცია, როდესაც ჯიპიდან ღამის პიჟამაში გამოწყობილი პატარა ბიჭი გადმოვიდა.რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიციაც გამოცხადდა და მათთან საუბარში ბავშვმა აღნიშნა, რომ არ ეძინებოდა და თავისი მეგობრების ნახვა მოუნდა, ამიტომაც გადაწყვიტა მშობლების მანქანით ესარგებლა.

შემთხვევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა პატარა მძღოლმა სიარულისას რამდენიმე ავტომობილი დააზიანა და ერთხელ კედელსაც შეეჯახა დიდი სიჩქარით.საბოლოო ჯამში, მან ნახევარი საათი გაატარა საჭესთან. "დამნაშავისთვის" რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ, თუმცა როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს მშობლები, ცალკე თემაა.

3
456
11-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
456
  
2013, 19 იანვარი, 11:13
რა ექნა აბა მეგობრების ნახავა თუ მოუნდა???
2012, 9 დეკემბერი, 12:49
ბავში მანქანსთსან
2012, 18 ნოემბერი, 14:30
აუ რაკაცია :D
0 1 3