x
image
L.C.
ციხეებში პატიმართა ცემა ისევ გრძელდება?

imageგავრცელდა ინფორმაცია, რომ საპყრობილეებში ისევ აქვს ადგილი პატიმართა ცემის ფაქტებს.დაძაბული მდგომარეობაა რუსთავის საპყრობილეში, რომლის წინაც პატიმართა ოჯახის წევრები არიან შეკრებილნი და ამტკიცებენ, რომ მათ ციხიდან დაურეკეს ნაცემმა ოჯახის წევრებმა.პატიმრების სანახავად საპყრობილეში შეუშვეს სასულიერო პირები, რომლებიც ცემის ფაქტს არ ადასტურებენ.ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, პატიმრებთან საუბრისას არცერთს არ უთქვამს, რომ რომელიმეს მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ძალადობა.ციხეებში შეუშვეს ასევე რამდენიმე პატიმრის ოჯახის წევრები და ცემის ფაქტს არც ისინი ადასტურებენ.აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ადგილი ჰქონოდა პროვოკაციას.

საქმე იმაშია, რომ შეიცვალა ციხის ადმინისტრაცია, რასაც აპროტესტებენ მსჯავრდებულები და, მათი თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა, თუმცა რაში გამოიხატება ეს ზეწოლა, ჯერჯერობით უცნობია.ადგილზე მივიდა ლალი მოროშკინა, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა "ხისტ მოპყრობას", რაზეც მოხდება შესაბამისი რეაგირება.მისივე თქმით, ბუნტის წინაპირობა არ არსებობს, ყველაფერი გადაწყდება დიპლომატიური გზით და მოგვარდება მშვიდობიანად.პატიმართა ოჯახის წევრები კი ჯერ არ ტოვებენ რუსთავის საპყრობილის მიმდებარე ტერიტორიას.

2
49
1-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
49
  
2012, 31 ოქტომბერი, 19:24
არასდროს, რაც მოხდა "ის" იყო არის და იქნება. უბრალოდ სააშკარაოზე არ გამოაქვთ ხოლმე და ხალხმა ყველაფერი ასე ღიად არ იცოდა.
2012, 31 ოქტომბერი, 17:43
როდის დაწყნარდება და დალაგდება ყველაფერი
0 1 2