x
image
worldsport.ge
ჯონ ოშიც მოღალატე ქმარია?

imageბოლო პერიოდში ინგლისელ ფეხბურთელებს რაღაც აუხსნელი სჭირთ... ცოლისათვის ბევრ მამაკაცს უღალატია, მაგრამ ინგლისელმა ფეხბურთელებმა თითქოს ერთად დაგაგმეს და გადაწყვიტესო – ბოლო წლებია, ლამის ყველა ინგლისელი მობურთალის ცოლი, ქმრის ღალატზე წუწუნებს.
ამჯერად, სკანდალის მიზეზი და “შემოქმედი”, ინგლისელი ფეხბურთელი, ჯონ ოში აღმოჩნდა. ჯონის მეუღლემ, ივონა მანინიმ აღიარა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, ქმართან ნაჩხუბარია და ამ პერიოდის მანძილზე, სარეცელიც არ გაუზიარებიათ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს.
ჯონ ოშის მეუღლის მტკიცებით, ქმარმა პირობა გატეხა და მაინც უღალატა. თუმცა, ივონა იმ ქალის ვინაობას ჯერ არ ასახელებს, ჯონმა ვისშიც გაცვალა. წყვილს სასამართლოსათვის გაყრის მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს, რაც იმის იმედს ტოვებს, რომ ივონას შესაძლებელია მოღალატე ქმარზე გული მოულბეს. მაგრამ, ნაღალატებს რომ აღარაფერი ეშველება – ცხადია!


www.worldsport.ge

1
356
4-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
356
  
2013, 10 მაისი, 11:42
ირლანდიელია ო'ში ;)
0 1 1