x
image
worldsport.ge
დადასტურდა: ალექს ფერგიუსონმა წერტილი დასვა

imageბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ცნობა, ალექს ფერგიუსონის მიერ სამწვრთნელო კარიერის დასრულების გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ “მანჩესტერ იუნაიტედმა” და თავად შოტლანდიელმა სპეციალისტმაც დაადასტურეს.
“სერ ალექსი კარიერას ასრულებს. მადლობა სერ ალექს” – იკითხება მანჩესტერული კლუბის ოფიციალურ “ტვიტერში”.
აქვე ალექს ფერგიუსონის კომენტარიც:
“საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ბევრი ვიფიქრე. დადგა დრო, ეს ნაბიჯი გადავდგა. მოხარული ვიქნები, თუკი “მანჩესტერ იუნაიტედში” სხვა საქმეს გავაკეთებ. მაგალითად, ვიქნები გუნდის დირექტორი ან ელჩი. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად მედგნენ გვერდით. ამაყი ვარ, რომ ამ კლუბთან ერთად ამდენ ხანს ვიმუშავე”.
71 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი “მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო 26 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ამ ხნის განმავლობაში მოიპოვა: 13 საჩემპიონო ტიტული, ასოციაციის 5 თასი, ლიგის 4 თასი, ინგლისის 10 სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის 2 თასი, უეფას თასების მფლობელთა თასი, უეფას სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი, მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
2002 წელს ინგლისის ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. არის ინგლისური ფეხბურთის ეროვნული მუზეუმის ვიცეპრეზიდენტი.


www.worldsport.ge

0
337
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0