x
image
ბესო დანელია
ბავშვები და რეკლამა

image

გასაკვირი არაა, რომ ბავშვები და მოზარდები ბევრი მწარმოებლისა და რეკლამის დამკვეთისთვის "ტკბილი ლუკმაა". შესაძლოა, ბავშვი თვითონ არ იღებდეს გადაწყვეტილებას, მაგრამ შეუძლია გავლენა მოახდინოს და დაარწმუნოს მშობელი, რა უნდა იყიდოს. აღსაღნიშნავია, რომ თხოვნების 50% მიზანს აღწევს. ამის გამო ოჯახებში ხშირია კონფლიქტი: ბავშვი ითხოვს სწორედ იმის ყიდვას, რაც რეკლამაში ნახა, ხოლო მშობლებს არ შეუძლია ან არ უნდა მისი სურვილის შესრულება. როდესაც რეკლამაში გამოყენებულია მომხიბვლელი, ვარდისფერლოყება ბავშვის ან საზრიანი მოზარდის სახე, რეკლამირებული პროდუქტის ყიდვის ალბათობა რამდენჯერმე იზრდება. ყურადღების მიპყრობის თვალსაზრისით პირველ ადგილზე ქალის სახეა, მეორე ადგილზე - ბავშვის, მესამეზე - ცხოველების და მხოლოდ მეოთხეზეა - მამაკაცის სახე.
ბავშვი, უძველესი ტრადიციებიდან გამოდინარე, აღიქმება როგორც საყვარელი, უმწეო, არააგრესიული არსება და უმეტეს შემთხვევაში იწვევს დადებით ემოციებს და ასოციაციებს.
რეკლამაში ბავშვის სახეების გამოყვეყნება იწვევს იმას, რომ ბავშვისკენ მიმართული დადებითი განცდა გადადის მის მიერ რეკლამირებულ საქონელზეც.
ხშირად ბავშვიანი რეკლამა მოქმედებს იმ მშობლებზე, რომლებიც ცდილობენ თავის ბავშვებს მისცენ "ყველაფრი საუკეთესო", თუმცა მრავალი საქონლის რეალური თვისებები ანალოგიურია და ერთმანეთისგან მხოლოდ სახელწოდებით განსხვავდება.
უმცროსი ასაკის ბავშვებზე მოქმედებს შედარებით მოზრდილების სახეები. ისინი ცდილობენ მალე გაიზარდონ, დაიმსახურონ მეგობრების და მშობლების აღიარება და პატივისცემა. ამიტომ პატარები ცდილობენ დაემსგავსონ მოზარდებს (2 - 3 წლით უფროსებს) რეკლამიდან, ამისთვის იყენებენ ისეთივე ტანსაცმელს, საკვებს ან პირადი ჰიგიენის ნივთებს, რადგან ეს "მაგარია".
უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში დადებით რეაქციას იწვევს კერპები - ცნობილი ფეხბურთელები, მსახიობები, ან მუსიკოსები, რომელთა მიბაძვას ისისნი ცდილობნენ.

image

4
126
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
126
  
2013, 8 მაისი, 11:36
მარკეტოლოგიის მთელი პოლიტიკაც ამაში მდგომარეობს... და არა მხოლოდ...
2013, 7 მაისი, 21:44
საინტერესო სტატიაა, რეალური.
2013, 7 მაისი, 21:40
კი, ბატონო, ნამდვილად მასეა
0 1 4