x
image
worldsport.ge
ირინას ზღაპრები

imageიყო და არა იყო, რა, იყო ერთი გოგო, სახელად ირინა. ერთხელაც ამ გოგოს უფლისწული შეუყვარდა, რომელსაც თეთრი მაისური ეცვა და თეთრ ცხენზე იყო ამხედრებული... თუკი ესპანური ენა იცით და ასეთი შინაარსის ზღაპარს გადააწყდებით, არ უნდა გაგიკვირდეთ...
საქმე ისაა, რომ მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს უპოპულარულესმა სატრფომ, ირინა შეიკმა ამასწინათ განაცხადა, რომ საბავშვო ზღაპრები დღემდე ძალიან უყვარს და რამდენიმე ზღაპარი თავადაც აქვს დაწერილი.
ირინამ ჟურნალისტებს ისიც გაუმხილა, რომ არაა გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს, ზღაპრების საკუთარი წიგნიც გამოსცეს. კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორის მხრიდან ეს მართლაც რომ საინტერესო ახირებაა, მაგრამ იმას მაინც ვერ გავექცევით, რომ სრულიად კაცთა მოდგმას, ირინა შეიკის ზღაპრებზე მეტად, მისი ნიფხვისამარა ფოტოები უფრო აინტერესებს. რას ვიზამთ, რეალობაა ასეთი...


www.worldsport.ge

4
824
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
824
  
2013, 8 მაისი, 11:44
ნიფხვისამარა ფოტოები ამ ჟურნალისტს უნდა გამოუქვეყნო :) :)
2013, 8 მაისი, 11:24
მსგავსი იდიოტობა ჯერ არ წამიკითზავს :)
2013, 8 მაისი, 10:56
"ნიფხვისამარა ფოტოები" - ძააან "ძიშოვკური" გამონათქვამი ხომ არ არის, როცა ჟურნალისტი ხარ და სტატიას წერ? :)
2013, 8 მაისი, 2:01
"ნიფხვისამარა ფოტოები" _ მომეწონა :))))))))))))
0 1 4