x
image
worldsport.ge
ჟირუ: “ასე ანრის და დროგბასაც არ დაუწყიათ”

imageლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ პრემიერლიგის სადებიუტო სეზონით ძალიან კმაყოფილია. შეგახსენებთ, “მეთოფეებმა” ფრანგი ლეგიონერი შარშან ზაფხულში შეიძინეს.
“17 გოლი გავიტანე და 11 საგოლე პასი გავაკეთე. მგონი ყველა დამეთანხმება, რომ დებიუტისთვის ბრწყინვალე შედეგია. ასეთი შედეგიანობით თავი ტიერი ანრისა და დიდიე დროგბასაც არ გამოუჩენიათ. “არსენალში” თამაშით აშკარად გავიზარდე, მაგრამ ზრდის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება”, – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს ფრანგული პრესა.


www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0