ქალი და მამაკაცი ლუდმილა პუტინამ ისაუბრა ოჯახური პრობლემის შესახებ. 2013, 6 მაისი, 22:00 რუსეთის პირველმა ლედიმ ლუდმილა პუტინამ, ჩაატარა ვიდეოფილმის პრეზენტაცია საელწოდებით "დიდხანს და ბედნიერად:ყველაფერი მამაკაცებზე, ქალებზე და ოჯახებზე".პრეზენტაცია გაიმართა მოსკოვის წიგნის სახლში, რომელიც არბატზე მდებარეობს. პრეზენტაცია შეეხებოდა იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს-დრღეისობით ოჯახურ წყვილებს შორის არსებობს. ფილმი გადაღებულია ლუდმილა პუტინას პატრონაჟით ის ხელმძღვანელობს განვითარების ცენტრს.ეს ცენტრი ეხმარება წყვილებს ოჯახური კონფლიქტების დროს, სიძნელეების გადალახვაში რაშიც აქტიურადაა ჩართული ფსიქოლოგიც. პრეზენტაციაზე ლუდმილა პუტინამ უარყო ის ხმები თითქოსდა ის და ვლადიმერ პუტინი ერთად არ ცხოვრობენ. მაგრამ პასუხი არ გასცა კითხვას, როდესმე მისი ოჯახური პრობლემების გადაწყვეტის დროს დაჭირდა თუ არა ფსიქოლოგი. 342 10-ს მოსწონს 1-ს არა
|