x
image
worldsport.ge
ხევსურები და უკრაინელი ჩოგბურთელები

imageეს ამბავი ხევსურეთში დაახლოებით 15 წლის წინ მოხდა, ჩვენ კი სულ ახლახანს შევიტყვეთ და ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესოდ ჩავთვალეთ.
გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, ხევსურეთში ტურისტული მარშრუტით უკრაინელი ჩოგბურთელი გოგონები ჩასულან. ხევსურ ყმაწვილკაცებს თავიდანვე თვალი მოსჭრა დილაობით ნიფხვისამარა სავარჯიშოდ გამოსულ სლავ ასულთა სინარნარემ და სიკისკისემ. ქართველმა კაცმა კი მოწონების გამოხატვა ცოტა უცნაურად რომ იცის, ეს მაშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა...
ორ ხევსურ ჯეელს, უკრაინელი სპორტსმენი გოგონები ისე მოეწონათ, რომ ძველი ტრადიციისამებრ მათი მოტაცება განიზრახეს. ერთ ღამესაც დაუდარაჯდნენ წინასწარ შეგულებულ გოგონებს და დასაძინებლად დაწოლილი ასულების კარვებიდან ძალით გამოყვანა უნდოდათ.
მაგრამ, ხევსური ყმაწვილკაცების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც უკრიანელმა ლამაზმანებმა ჭეშმარიტი ამორძალებივით იმოქმედეს. როგორც სპორსტმენებს შეეფერება, დაერივნენ ქართველ ჯეელებს და როგორც ჩვენში იტყვიან, იმდენი ურტყეს, სულ თავ-პირი გაუერთიანეს. ამ ამბის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი კი დარდით გვიყვება: ”ჩოგანზე ნავარჯიშები ქალის მოტაცება არ იქნების. შაგვარცხვინეს იმ კეთილძაღლებმა...”


www.worldsport.ge

4
1646
7-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1646
  
2014, 12 მაისი, 17:02
ესეტი ზგაპარი ჯერ არ მომისმენია, ხევსური ვარ და არ დამიწყოთ ეხლა ვიგაცამ რაგაცა უაზრობების მტკიცება, ეს არის ვიგაცის ფანტაზიის ნაყოპი და მეტი არაფერი...
2013, 13 მაისი, 2:16
ან მოტაცება უნდოდათ ან სხვა რამე :D
2013, 12 მაისი, 23:10
ჰაჰ საოცარი ხალხია მთიულები გაიხარეთ
2013, 7 მაისი, 22:37
მაგარი ამბავია
0 1 4