ჩოგბურთი შარაპოვასთვის “როლან გაროსი” დასრულდა 2015, 1 ივნისი, 15:59 პარიზში მიმდინარე “როლან გაროსის” 1/8-ფინალში, ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული მარია შარაპოვა მსოფლიო რეიტინგის მეცამეტე ნომერს, ჩეხ ლუსი საფაროვას დაუპირისპირდა. პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ჩეხმა 7:3 მოიგო. მეორე სეტში 5:4-ზე საფაროვას სასარგებლოდ შარაპოვას შეცდომების და ლუსის კარგი თამაში ხარჯზე რუსი დაბრეიკდა და საბოლოოდ 6:7, 4:6 დამარცხდა. მატჩი საათსა და 52 წუთს გაგრძელდა. საფაროვამ 4 ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, მარიას 5 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
268 1-ს მოსწონს
|