x
image
worldsport.ge
ნავრატილოვა: სელეშზე თავდასხმამ გრაფიც აზარალა

image20 წლის წინ, 1993-ის 30 აპრილს, ჰამბურგის ქალთა ტურნირის მსვლელობისას შტეფი გრაფის ფანმა გიუნტეხ პარშმა დანით დაჭრა 19 წლის მონიკა სელეში. ზურგის არეში მიყენებული ჭრილობის გამო სერბმა 2 წელიწადზე მეტი გამოტოვა და კორტს მხოლოდ 1995 წლის აგვისტოში დაუბრუნდა. მას შემდეგ მოყოლებული სელეშმა მხოლოდ ერთ სადიდსლემო ტურნირზე (მანამდე 8 ჰქონდა მოგებული) იმარჯვა.
20 წლის წინანდელ ფაქტს დიდი სლემის შეჯიბრებების 18-გზის ტრიუმფატორი მარტინა ნავრატილოვა გამოეხმაურა და სელეშზე თავდასხმა მთლიანად ჩოგბურთის განვითარების შემაფერხებელ ამბად მოიხსენია.
“ის ტრაგიკული შემთხვევა რომ არა, მონიკა გაცილებით მეტ “სლემს” მოიგებდა. დარწმუნებული ვარ, სელეში სადიდსლემო შეჯიბრებებზე მოპოვებული ტიტულებით რეკორდსმენი იქნებოდა. ამ მაჩვენებლით იგი მარგარეტ კორტსაც (24) გაასწრებდა და შტეფი გრაფსაც (22). შტეფის მიერ მოპოვებული 22 საჩემპიონო წოდებაც იმითაა განპირობებული, მოწინააღმდეგედ სათანადო ფორმაში მყოფი სელეში რომ არ ჰყავდა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ მონიკას დაჭრის ფაქტი შტეფისთვისაც არ ყოფილა სასარგებლო”, - აცხადებს 56 წლის ნავრატილოვა.
შეგახსენებთ, ჰამბურგის ინცინდენტის შემდეგ გრაფმა სელეში ჰოსპიტალში მოინახულა, თუმცა, შემდეგ მონიკა შტეფის სატელეფონო ზარს აღარ პასუხობდა.


www.worldsport.ge

0
266
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0