x
image
worldsport.ge
კმაყოფილი როჯერი უიმბლდონის კიდევ ერთხელ მოგებაზე ოცნებობს

imageრეიტინგსიის მეორე ნომერმა როჯერ ფედერერმა “ლივერპულისა” და “ბაზელის” უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის დასრულების შემდეგ ბაზელელთა საფეხბურთო კლუბის წევრების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“მადლობას გადავუხდი ბიჭებს მონიჭებული სიამოვნებისა და სიხარულისთვის. ემოციურად იმდენად დავიტვირთე, დიდხანს არ ჩამეძინა”, - განაცხადა ფედერერმა.
როჯერმა საჩოგბურთო ამბებზეც ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვაზე, მომავალ სეზონში ყველაზე მეტად რომელი ტურნირის მოგება გაახარებდა, უპასუხა: “რა თქმა უნდა, უიმბლდონის. ჩოგბურთის აღქმა სწორედ ამ შეჯიბრებით დაიწყო, როდესაც შტეფან ედბერგისა და ბორის ბეკერის დაპირისპირებას ვუცქერდი. სწორედ ამან შთამაგონა სამომავლოდ პროფესიის არჩევა”.


გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0