ჩოგბურთი ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გავიდა 2015, 17 იანვარი, 17:22 ამერიკის სახელით მოასპარეზე ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 140-ე ნომერი ანა ტატიშვილი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. ანამ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბრიტანელი იოჰანა კონტა 6:4, 7:5 დაამარცხა, მეორე მატჩში უზბეკ ამანმურადოვას 7:6, 6:3 მოუგო. დღეს დილით კი ანამ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში მსოფლიო რეიტინგის 175-ე ნომერი პოლონელი კატარჟინა პიტერი 6:2, 6:0 გაანადგურა, მატჩი სულ 53 წუთს გარძელდა. აღსანიშნავია, რომ ტატიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი სეტწაუგებლად დასძლია. ანას მეტოქე 1/64-ფინალში, მსოფლიო რეიტინგის 101-ე ნომერი, 44 წლის იაპონელი კიმიკო დატე-კრუმი ინქება. იაპონელი თავის ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. კიმიკომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო რეიტინგის 39-ე ნომერი ირინა-კამელია ბეგუ სამ სეტში დაამარცხა. ანა და იაპონელი აქამდე ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ, სამივეჯერ “ჰარდის” საფარზე. ურთიერთშეხვედრებში კიმიკო 2:1 იგებს. მატჩის გამართვა 19 იანვარს არის დაგეგმილი, თუ წვიმამ არ მაღალმა სიცხემ არ შეიტანა კორექტივები.
9 შეფასება არ არის
|