x
image
worldsport.ge
“მანჩესტერ იუნაიტედი” ტრანსფერებზე 60 მილიონს დახარჯავს

imageზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედი” 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს დახარჯავს და სერ ალექს ფერგიუსონს მისთვის სასურველი ფეხბურთელების შეძენა შეეძლება.
შოტლანდიელი სპეციალისტისთვის ასეთი სოლიდური თანხის გამოყოფა 2012 წელს კლუბის საუცხოო ფინანსური მაჩვენებლები გახდა. ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსური წლის მხოლოდ მე-3 კვარტალში, კლუბის შემოსავალი 92 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.
ინგლისურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ფერგიუსონი “ოლდ ტრაფორდზე” დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკისა და “ევერტონის” მცველის, ლეიტონ ბეინსის გადაბირებას შეეცდება.


www.worldsport.ge

0
293
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0