ჩოგბურთს პლანეტის მასშტაბით ასეულ მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. მათ შორის უამრავი საქვეყნოდ ცნობილი ადამიანია. ჩვენ კი ჩოგბურთის ქომაგთა შორის ყველაზე პოპულარული ადამიანების ათეულს გთავაზობთ.
1. ელტონ ჯონი - ბრიტანელი ლეგენდარული მომღერალი
იგი ხშირად ესწრება დიდ საჩოგბურთო ბატალიებს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე. პოპმუსიკოსის ფავორიტები ენდი როდიკი და სერენა უილიამსი არიან. 2012 წელს ცნობილმა მომღერალმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ცნობილი ჩოგბურთელების მიერ იქნა ორგანიზებული. ამ მოვლენის შესახებ ჯონმა მცირე კომენტარი გააკეთა: "მე უკვე დიდი ხანია რაც ჩოგბურთის გულშემატკივარი ვარ. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ სპორტის ამ სახეობისაგან. ასეთი ტიპის საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობა საშუალებას მაძლევს ჩემი კერპების წინააღმდეგ ვითამაშო და გამოვცადო საკუთარი ძალა."
2. ჯეი-ზი - ცნობილი ამერიკელი რეპერი და მომღერალ ბიონს ნოულზის მეუღლე
იგი იშვიათად ტოვებს დიდი სლემის ტურნირებს ამერიკასა და საფრანგეთში. 2011 წელს ჯეი-ზი "როლან გაროსის" ფინალურ მატჩს დაესწრო, როდესაც ნადალმა სოდერლინგს სძლია. ამერიკელი რეპერი "რაფას"' ერთ ერთი უახლოესი მეგობარია და მისი ოჯახის წევრების გვერდით იჯდა VIP ლოჟაში.
3. პიპა მიდლტონი - კემბრიჯის ჰერცეგოვინას უფროსი და
პიპა ჩოგბურთზე უსაზღვროდ გახლავთ შეყვარებული და რაღა თქმა უნდა ენდი მარეის ფანიცაა. იგი პრინც უილიამთან და ქეით მიდლტონთან (პიპას და) ერთად ადევნებდა თვალს 2012 წლის უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალს სამეფო ლოჟიდან. ამავე სეზონში იგი ფაქტობრივად როჯერ ფედერერის პირადი სტუმარი გახლდათ ამერიკის ღია პირველობაზე. საკმაოდ კარგად იცნობს მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს.
4. სერ კლიფ რიჩარდსი - ცნობილი ბრიტანელი პოპ მომღერალი
კლიფის ხილვა ყოველწლიურად შეიძლება უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე. იგი არ აცდენს არცერთ მნიშვნელოვან მატჩს და ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც წვიმის წამოსვლის დროსაც კი არ გაბრუნებულა სახლში და ჯიუტად ელოდებოდა ტრიბუნებზე რიგით გულშემატკივრებთან ერთად მატჩის გაგრძელებას. მას სპეციალური ფონდიც აქვს შექმნილი, რომელიც ინგლისი ნაკლებად განვითარებულ პროვინციებში არსებულ სკოლებს ფინანსურად ეხმარება, რათა მათ ფიზკულტურის გაკვეთილებისას ჩოგბურთის თამაში ასწავლონ ახალგაზრდებს. რიჩარდსმა ერთ ერთ ინტერვიუში განაცხადა:" ჩოგბურთი ისეთი მაგარი თამაშია, რომ მისით სიამოვნების მიღება ყველა ახალგაზრდასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი."
5. კევინ სფეისი - ცნობილი მსახიობი
მსახიობი ბოლო 10 წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და სისტემატიურად სტუმრობდა უიმბლდონის საჩოგბურთო ბატალიებს. 2012 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკაში და იმავე წელს დაესწრო ამერიკის ღია პირველობის ფინალს, სადაც ენდი მარეიმ 5 სეტში დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი. სფეისის ნახვა წლეულს ავსტრალიის ღია პირველობას საპატიო სტუმრებს შორისაც შეიძლებოდა. თავისუფალ დროს იგი სიამოვნებით თამაშობს კიდეც ჩოგბურთს და მისი აზრით ბექჰენდზე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
6. სერ შონ კონერი - ლეგენდარული მსახიობი, ყოფილი "ჯეიმს ბონდი"
შოტლანდიელი რაინდი - რომელიც 82 წლის გახლავთ, მაგრამ მაინც არ ეზარება უიმბლდონზე სიარული. შარშან იგი მარეის ნახევარფინალურ დაპირისპირებას დაესწრო, რის შემდეგაც ჩოგბურთელის დედასთან ჯუდი მარეისთან და ბრიტანეთში ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად წითელი ღვინოც დააჭაშნიკა.
7. ვილ ფარელი - ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი
ფარელი საჩოგბურთო ელიტაში მიღებული პიროვნებაა, ხშირად შეგიძლიათ ნახოთ საქველმოქმედო აქციებზე როდესაც იგი ენდი როდიკის და როჯერ ფედერერის მხარდამხარ თამაშობს. დიდი მეგობრობა აკავშირებს მათს ვილანდერთან, რომელიც მისი სპარინგ პარტნიორია.
8. დევიდ კამერონი - ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი
მას ისე უყვარს ჩოგბურთის ყურება და თამაში, რომ ერთხელ როდესაც გადამწყვეტ, მესამე სეტს თამაშობდა ერთ ერთ სამოყვარულო ტურნირზე თვით ბარაკ ობამას სატელეფონო ზარსაც კი არ უპასუხა.
9. დონალდ ტრამპი - ცნობილი ბიზნესმენი
კიდევ ერთი მსოფლიოში ცნობილი სახე, რომელიც აქტიურად არის ჩართული დიდ ჩოგბურთში. ტრამპი ხშირად აღნიშნავს რომ საჩოგბურთო მატჩის და ცხოვრების მიმდინარეობას შორის ბევრ თანხვედრას ხედავს და ხშირად ითვალისწინებს პირად გამოცდილებაში.
10. დევიდ ბექჰემი - ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა
დევიდი ენდი მარეის ახლო მეგობარია და ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ჩანს უიმბლდონის საპატიო ლოჟაში. მათ მალარიის წინაღმდეგ გამართულ საქველმოქმედო აქციაში მხარდამხარ ითამაშეს. "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერის შემდეგ ინგლისელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით აქტიურად დაესწრება საფრანგეთის ღია პირველობას.
გიორგი ბარბაქაძე
www.worldsport.ge