x
image
worldsport.ge
"ბაიერნი" და "დორტმუნდი": ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

image25 მაისს მეოთხედ მოხდება, როცა ერთი ქვეყნის გუნდები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. პირველად ეს ესპანელებმა მოახერხეს: 2000 წელს "რეალმა" "ვალენსიას" 3:0 სძლია. 2003 წელს იტალიელებმაც აუბეს მხარი, როცა "მილანმა" "იუვენტუსს" პენალტებით აჯობა, 2008 წელს ინგლისმა გაიყვანა ორი გუნდი ფინალში და "მანჩესტერ იუნაიტედმა" პენალტებში მოუგო "ჩელსის".
ახლა კი გერმანიის ჯერია. 25 მაისს მიუნხენის "ბაიერნი" "დორტმუნდს" შეხვდება. "ბაიერნს" 4-ჯერ მოუგია ეს თასი, რურის გუნდს კი - ერთხელ.
ისინი ჩემპიონთა ლიგაშიც გადაჰყრიან ერთმანეთს, კერძოდ, 1997/1998 წლების სეზონის მეოთხედფინალში: მიუნხენში 0:0 დასრულდა, დორტმუნდში კი 90 წუთი ასევე უგოლოდ მიილია, ხოლო დამატებით დროში შვეიცარიელმა შტეფან შაპუიზამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და "დორტმუნდი" გავიდა.
ურთიერშეხვედრები (ამხანაგურების გარდა)
ბაიერნი-დორტმუნდი
სულ: +41 =28 -26. ბურთების შეფარდება: 174-124.
ბუნდესლიგაში: +38 =27 -22.
გერმანიის თასზე: +2 =0 -1.
სუპერთასზე: +1 =0 -2.
ჩემპიონთა ლიგაზე: +0 =0 -1.

ბოლო 5 ბუნდესლიგურ მატჩში, "დორტმუნდს" ერთხელაც არ წაუგია "ბაიერნთან". ზედიზედ ოთხჯერ მოუგო და ბოლოს, შარშან 1 დეკემბერს მიუნხენში 1:1 ითამაშა.
ჩემპიონატი რომ არ ჩავთვალოთ, ბოლოს ეს გუნდები ბავარიის დედაქალაქში, გერმანიის თასზე შეხვდნენ ერთმანეთს და "ბაიერნმა" არიენ რობენის გოლით 1:0 იმარჯვა.
ყველაზე დიდი ანგარიში 1971 წელს აღინიშნა, როცა "ბაიერნმა" 11:1 გაანადგურა რურის კლუბი.
ნეიტრალურ მინდორზე გუნდები ბოლოს შარშან შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო ბერლინში, გერმანიის თასის ფინალში იურგენ კლოპის გუნდმა 5:2 გაანადგურა იუპ ჰაინკესის "ბაიერნი". ჰეთ-თრიქი შეასრულა პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, ასევე გაიტანეს კაგავამ და ჰუმელსმა. ხოლო "ბაიერნიდან" რობენმა და რიბერიმ მიითვალეს გოლები.
ურთიერთშეხვედრების მონაცემები Kicker-ის მიხედვითაა. აქ აღებულია თამაშები 1965 წლიდან.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

1
487
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
487
  
2013, 2 მაისი, 22:53
ბავარია შემებრალება ახლაც რო ვერ აიღოს )
0 1 1