x
image
lady.ge
24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
imageხელსაყრელი დღეა სხვადახვა სახის კომუნიკაციის,
სწავლის, გადაადგილებისთვის. გაძლიერდება ცნობისმოყვარეობა, სიახლეების და უკანასკნელი
სენსაციების გაცვლისკენ სწრაფვა. ადვილა მოძებნით თანამოსაუბრეს, რომელიც მზად
იქნება გაიზიაროს თქვენი აზრები და შეაფასოს თქვენი იდეების ორიგინალურობა.
მიიღებთ მოულოდნელ სასიამოვნო ცნობას ან საინტერესო მოწვევას. ხელსაყრელი მომენტია
სტუმრად ვიზიტისთვის.



imageდღეს ნებისმიერი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია კომპლიმენტების გაცვლა. მიმდინარე საქმიანი საკითხების მოგვარება დამოკიდებული
იქნება არამარტო თქვენ გადახდისუნარიანობაზე ან ავტორიტეტზე, არამედ საჭირო
ადამიანებთან დაახლოების უნარზეც. მიიღებთ მცირე საჩუქარს ან გააკეთებთ წარმატებულ
შენაძენს. მოერიდეთ წვრილმან თაღლითობას.
imageდღეს ცხოვრებას კმაყოფილებას მოგიტანთ. არ
გადაიტვირთოთ საქმით, რომელიც არ მოგწონთ. მოსალოდნელია წარმატება საქმეებში,
რომელიც დაკავშირებულია ხელოვნებას, ესთეტიკას, მოდასთან. ხელსაყრელი დროა
სილამაზის სალონში ვიზიტის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის არჩევის, მოდური
წვრილმანების შეძენისთვის.



image


დღეს მოერიდეთ ზედმეტ პირდაპირობას და დროულად შეეგუეთ
გარემოს. გაითვალისწინეთ მეგობრის, ნათესავის ან შემთხვევითი თანამოსაუბრის რჩევა.
ხელსაყრელი მომენტია პირადული საუბრისთვის, საიდუმლო მოგზაურობის, ფარული
შეხვედრის, მეგობრების ან ნათესავებისთვის მცირე სიურპრიზის მომზადებისთვის.




imageდღეს ნუ შემოიფარგლებით მოსაწყენი ყოველდღიური
მოვალეობის შესრულებით. აუცილებლობის შემთხვევაში მოაგვარეთ საქმე და მასთან
დაკავშირებული ურთიერთობა არასტანდარტული სახით. ხელსაყრელი მომენტია ახალი
მარშრუტის ათვისების ან ახალი კლიენტურის ძიებისთვის. დროული და გონივრული იქნება
თეატრში, მხატვრულ გამოფენაზე წასვლა.

imageდღეს გაგიჭირდებათ საკუთარ და სხვა ადამიანების
თქვენდამი გრძნობებში გარკვევა. პროფესიულ, რომანტიკულ ურთიერთობას თან სდევს ორმაგი
განზრახვა, არაგულწრფელობა, რაიმე აუხსნელი უცნაურობა. მოსალოდნელია გაურკვევლობა
ფინანსურ საკითხებშიც. ნუ ეცდებით საიდუმლოს ამოცნობას ძალისმიერი გზით. იდეალური ამოხსნა თავისთავად, მოულოდნელ მომენტში გაჩნდება.



imageდღეს წარმატებული იქნება ურთიერთობა შორეული ტერიტორიის წარმომადგენლებთან. მათთან კონტაქტი სასიამოვნოდ ჩაივლის მიმოწერის, არაპირდაპირი შეხვედრის რეჟიმში. ხელსაყრელი მომენტია შორეული მოგზაურობის, სხვა ქვეყანაში მაცხოვრებელთან რომანის დაწყების, უცხოეთში სამუშაო კონტრაქტის
დადებისთვის. მოულოდნელი წარმატება გელოდებათ ვიზის გაფორმების, გამოცდის ჩაბარების, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას.



image

დღეს გარემოება ცვალებადი იქნება. სიმსუბუქე და
ხანმოკლე ემოციები დაგეხმარებათ ურთიერთობის უსიამოვნო მომენტების გადატანაში.
გაზრდილი კომუნიკაბელურობა და საზრიანობა გიკარნახებთ მიდგომას ახირებული
თანამოსაუბრის მიმართ. თავაზიანობა, მეგობრულობა, მახვილგონივრული კომპლიმენტი
შეარბილებს ნებისმიერ პრობლემას. გადასახადებს და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საქმეებში მოერიდეთ საეჭვო გადაწყვეტილებას და არასაიმედო ადამიანებს.


imageსხვა ადამიანებთან ურთიერთობა მეგობრული და
პატიოსანი უნდა იყოს, ამგვარად ის საიმედო გახდება. მოერიდეთ ნერვიულობას საქმიანი
ტანდემის ან ცოლ-ქმრული ურთიერთობის გამო, თუ პარტნიორთან სასაუბრო თემა გაგაჩნიათ. ორმხრივობა და თავის არიდება კი
პირიქით გაართულებს ურთიერთობას. დამაინტრიგებელი სიჩუმე დროული იქნება მხოლოდ შემთხვევით რომანტიკულ ურთიერთობაში.


imageდღეს მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი
პასუხისმგებლობის აღებას, მათ შორის სხვა ადამინების მაგივრადაც. ჩვეულ გარემოში
მოსალოდნელი უწყინარი სახის სიურპრიზები.
ხელქვეითებს ნუ ანდობთ მაღალი პასუხისმგებლობის საქმეებს, რომელიც მოითხოვს მობილიზებას, სერიოზულობას და ყურადღებას. მიეცით საკუთარ თავს და მათაც განსხვავებულად
აზროვნების შესაძლებლობა, რაც დააჩქარებს და გაამარტივებს ნებისმიერი თავსატეხის ამოხსნას.


imageხელსაყრელი მომენტია შეხვედრის, მიმოწერის ან
საყვარელ ადამიანთან გასეირნებისთვის. გამორჩეული იქნებით მახვილგონივრულობით და
ადვილად დაიპყრობთ სხვების გულს. ესთეტიკური და ინტელექტუალური მხარე ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება გრძნობების გამოვლენისთვის. სასიყვარულო შეხვედრის ან
მეგობრული გართობის სცენარში ჩადეთ მოულოდნელობის, შემოქმედების და იმპროვიზების ელემენტი.


imageდღეს გამოირჩევით დახვეწილობით, ესთეტიზმით და მრავალფეროვნებით, მოდური ტენდენციებისკენ სწრაფვით. თუმცა თქვენი გემოვნება და განწყობა დღეს ცვალებადი იქნება. უცვლელი დარჩება მხოლო სიტუაციის არამდგრადობის შეგრძნება, რაც თან გაგყვებათ გვიან საღამომდე. ეჭვი გაგიჩნდებათ საკუთარ შეხედულებებში, სხვების გულწრფელობაში, არჩევანის სამართლიანობაში.




























0
389
შეფასება არ არის
ავტორი:lady.ge
lady.ge
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0