ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მიიჩნევს, რომ იტალიის სერია A ფეხბურთელის კარიერაში ერთ რიგით საფეხურად იქცა.
“ბებერი ქალბატონის” ბოსის მტკიცებით, მოცემულ პერიოდში იტალიურ კლუბებს ინგლისური, ესპანური და გერმანული გრანდებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ შესწევთ. ანიელიმ საკუთარი მოსაზრება Football Italia-ს გააცნო:
“სამწუხაროდ, დრო შეიცვალა. ახლა ფეხბურთელები სერია A-ს განვითარების გზაზე ერთ რიგით ნაბიჯად განიხილავენ. ინგლისში ბრწყინვალედაა განვითარებული მენეჯმენტი, ესპანურ კლუბებს სატელევიზიო უფლებების თავისუფლად გაყიდვა შეუძლიათ, ხოლო გერმანელებს დიდი სასპონსორო კონტრაქტები აქვთ. ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება. ეგ კი არა, მთელი 10 წელიწადი დაგვჭირდა, რათა სტადიონის მშენებლობისთვის მიწა დაგვემტკიცებინა”.
www.worldsport.ge