x
image
worldsport.ge
მასკერანოს უცნაური მეუღლე

imageკატალონიის “ბარსელონას“ არგენტინელი ფეხბურთელის, ხავიერ მასკერანოს მეუღლე, მარია ფერნანდა, თურმე ნამეტანი განიცდის კატალონური კლუბის მიუნჰენში თავის მოჭრის ამბავს და როგორც ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში განაცხადა, “ბარსელონას“ ფეხბურთელების ადგილზე, თავს შერცხვენილად იგრძნობდა.
ხავიერ მასკერანოს მეუღლე მკვეთრი და ხისტი გამონათქვამებით ისედაც იყო ცნობილი და მისგან ასეთი გამოხტომა ესპანეთში ბევრს ალბათ არ გაუკვირდება. მარია ფერნანდამ ერთხელ, “ბარსელონას“ მწვრთნელს, ტიტე ვილანოვას დილეტანტიც კი უწოდა.
ქმრის მატჩების ცქერისა და კრიტიკის გარდა, მარია ფერნანდას მთავარი ჰობი, საქველმოქმედო საქმიანობაცაა. მაგრამ, როგორც მასკერანოს მეუღლე ამბობს, ამ საქმეში ფულს არ იღებს და მისთვის ჰობი შემოსავლის წყარო არასოდეს გამხდარა.


www.worldsport.ge

1
6994
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6994
  
2013, 26 აპრილი, 12:42
ოხ ეს მამალი ქალები:D:D
0 1 1