მსოფლიო რა მეთოდებით იბრძვის რუსეთი? 2013, 24 აპრილი, 18:14 თანამედროვე რუსეთისათვის მეტად აქტუალურია საერთაშორისო საზოგადოებისათვის მიუღებელი მეთოდებით ბრძოლა, როგორიცაა შპიონაჟი, ძალის გამოყენებით სხვადასხვა ტერიტორიების დაკავება და სხვა.
ბოლო წლების განმავლობაში ყველას კარგად ახსოვს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში რუსეთის ჯაშუშების დაკავების ფაქტები, კერძოდ, 2010 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს 10 პიროვნება, რონელთაც რუსეთის სპეცსამსახურებისათვის მუშაობაში ედებოდათ ბრალი;2011 წელს რუსეთის ჯაშუშები დააკავეს ასევე გერმანიაშიც, ოჯახური წყვილი აქ 20 წლის განმავლობაში მოქმედებდა; რუსეთის ჯაშუშები დააკავეს ასევე ესტონეთშიც, აქაც ოჯახური წყვილი იყო საქმეში;და უკვე ყბადაღებული თემაა საქართველოში მოქმედი რუსეთის ჯაშუშების თემა, თუმცა ახალი მთავრობის მტკიცებით ისინი მხოლოდ პოლიტ-პატიმრები იყვნენ და ციხიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაკავებას, ეს მეთოდი რუსეთს თითქმის მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ახასიათებს და სიახლეს არ წარმოადგენს, ქართველ ხალხს თავად აქვს ნაგემი მეზობელი ქვეყნისაგან ასეთი ქმედება.ფართო მასებისთვისაა ასევე ცნობილი კურილიის კუნძულების თემაც. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთი გამოირჩევა საერთაშორისო საზოგადოების მიერ კრიტიკის ქვეშ მოქცეული ქვეყნების დახმარებით, კერძოდ, ექსპერტები მსოფლიოს მასშტაბით აცხადებენ, რომ ლიბიასა და სირიაში მიმდინარე მოვლენებში რუსეთი აქტიურად იყო ჩართული და გარკვეულ დახმარებას უწევდა ტირანულ ხელისუფლებებს, ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეზობელი ურანით ეხმარებოდა ირანს მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელს საერთაშორისო საზოგადოება ურანზე მუშაობის შეწყვეტას სთხოვდა. როგორც ვხედავთ, რუსეთის ბრძოლის მეთოდები მრავალფეროვანი და ძალზედ სახიფათოა.ჯერჯერობით არ დასტურდება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ რუსეთი იყოს გარეული ბოსტონის ტერაქტშიც. 20 2-ს მოსწონს
|