x
image
ხიზანიშვილი
პედაგოგს მეორე კლასელების სასტიკად ცემაში ადანაშაულებენ

image- გორის რაიონის ერთ-ერთი სკოლის რამდენიმე მოსწავლის მშობელი, სკოლის პედაგოგს, ირინა ტურაშვილს მეორე კლასელების სასტიკად ცემაში ადანაშაულებს. მშობლების განცხადებით, პედაგოგმა რამდენიმე დღის წინ ბავშვები ჯოხით სცემა მხოლოდ იმიტომ, რომ გაკვეთილზე იცინოდნენ. მათივე თქმის 7 წლის გოგონას, მანანა კაბისოვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გოგონას დედის ია კაბისოვას განცხადებით, ბავშვს 3 დღის განმავლობაში პირღებინება ჰქონდა, მას წოლითი რეჟიმი აქვს და სკოლაში არ დადის. გოგონაც და მისი თანაკლასელებიც აცხადებენ, რომ მასწავლებელმა ჯოხი თავის არეში ჩაარტყა. მოზარდებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორიც. დირექტორ, მზევინარ ცარიელაშვილის თქმით პედაგოგს სხვადასხვა გადაცდომაზე არაერთი საყვედური აქვს მიღებული. მოკვლევის დასრულების შემდეგ დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პედაგოგს სამსახურის დატოვება მოუხდეს. თავის მხრივ პედაგოგი განათლების სამინისტროს დღეს მიმართავს და სკოლაში შექმნილ მდგომარეობაზე რეალობის დადგენის მიზნით მოკვლევის ჩატარებას მოითხოვს. იგი აცხადებს, რომ დეკემბრიდან მოყოლებული დირექტორი ეწეოდა ესეთ კამპანიას მის წინააღმდეგ რათა მოხდეს მისი დისკრედიტაცია. იგი უარყოფს ამ ყველაფერს და ამბობს, რომ ესეთი რამე არ მომხდარა.

3
29
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
29
  
2013, 22 აპრილი, 23:29
დირექტორი ცრუობს თუ პედაგოგი???
2013, 22 აპრილი, 16:49
აშრაკად ცრუობს პედაგოგი....
0 1 3