x
image
ციცი
Mediator image
ჯეი-ზი და ბიონსე-შოუბიზნესის ყველაზე მდიდარი წყვილი
პოპულარული წყვილის წლიური შემოსავალი 1 მილიარდი დოლარია.

image

შოუბიზნესის ცნობილი წყვილი-მომღერალი და პროდიუსერი-ბიონსე და ჯეი-ზი, მუსიკალური ბიზნესის ისტორიაში პირველნი არიან, რომელთა ერთობლივმა შემოსავალმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

და ამრიგად ისინი ითვლებიან ყველაზე მდიდარ წყვილად შოუბიზნესის სამყაროში და ორივეს შემოსავალი თანაბარია.
ჯეი-ზიმ თავისი 24 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 50 მილიონი დისკის ასლი გაყიდა. ასევე მას შემოსავალი აქვს საკუთარი ტანსაცმლის ხაზიდან და ხმის ჩამწერი სტუდიიდან.


ხოლო მის მეუღლეს, ბიონსეს კი თავისი მუსიკალური კარიერის მანძილზე გაყიდული აქვს 75 მილიონი ალბომის ასლი. ასევე მომღერალს შემოსავალი აქვს მრავალრიცხოვან სარეკლამო რგოლებში გადაღებებიდან.


მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ ჯეი-ზიმ ბიონსეს აჩუქა კუნძული. ეს საჩუქარი მან საყვარელ მეუღლეს ქორწინების ხუთ წლისთავთან დაკავშირებით გაუკეთა.imageimageimage

0
49
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0