ნუთუ ამ "სიურპრიზზეა" საუბარი,რასაც 19 აპრილის აქციის შესახებ საუბრობენ კულუარებში
არა ერთ სიურპრიზზე საუბრობენ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, ამჯერად კი კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით სიურპრიზი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი გეგმავს, სავარაუდოდ, მიტინგის ბოლოს
გახდება ცნობილი.კულუარული ინფორმაციით,
ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხს დააყენებს.როგორც სანდო წყარო იუწყება, სწორედ დღეს აპირებს მერაბიშვილი ტრიბუნიდან წაუყენოს უმძიმესი ბრალდებები მიხეილ სააკაშვილს და საკითხი დააყენოს მისი პარტიის რიგებიდან გარიცხვის შესახებ.
თუ თვალს გადავავლებთ წინა დროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს, რაც ძმები ახალაიების, მარიკა ვერულაშვილის და სხვათა მიერ გაკეთებულ განცხდებებს შეეხება, რამაც ოპოზიცია მართლაც კრიზისში ჩააგდო, არც არის გამორიცხული, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა მერაბიშვილმა მსგავსი" სიურპრიზი" შესთავაზოს გათითოკაცებულ "ნაციონალური მოძრაობის"იმ წევრებს, რომლებიც აქციაზე მივლენ.
![ნუთუ ამ "სიურპრიზზეა" საუბარი,რასაც 19
აპრილის აქციის შესახებ საუბრობენ
კულუარებში image](/uploads/article_images/small/300871366364491.jpg)
![ნუთუ ამ "სიურპრიზზეა" საუბარი,რასაც 19
აპრილის აქციის შესახებ საუბრობენ
კულუარებში image](/uploads/article_images/small/300871366364514.jpg)
როგორც აღნიშნული ფაქტების ინფორმატორი ირწმუნება, მერაბიშვილის გეგმა, რაც მიხეილ სააკაშვილის პარტიის რიგებიდან მოკვეთას გულისხმობს, რის შემდეგაც შეეცდება 'ნაციონალური მოძრაობა"სუფთა ხელებით დაიწყონ მოღვაწეობა და პრეზიდენტ სააკაშვილის გაყიდვით საზოგადოების თვალში მსხვერპლად წარმოაჩინონ თავიანთი განვლილი გზა, ხოლო ახალი ხელისუფლებიდან ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღონ, სწორედ ამ სახით არის ჩამოყალიბებული.ის ცოდვები, კი რომელიც ზურგს ძალიან უმძიმებთ, იგივე გეგმის მიხედვით, სააკაშვილს გადააბრალონ.წყაროს მტკიცებით, მერაბიშვილის უკან აღნიშნულ შეთქმულებაში სხვა "ბობოლა ნაციონალებიც" მოიაზრებიან.
ჩვენ კი მხოლოდ ისღა დაგვჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და აქციის დასრულებასაც.