x
image
ვიზა კოხაძე
ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი
image
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ორჯერ გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ ოქტომბერში კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე იქნება.თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინტერვიუში, (რომელიც არმაზ ახვლედიანთანაა ჩაწერილი) საუბარია, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევანი პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანზე შეუჩერებია.იგივე ინტერვიუში ახვლედიანი ადასტურებდა კოალიციის მხრიდან მისადმი შეთავაზებას, თუმცა არა პრეზიდენტობის კანდიდატად, არამედ პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე.

imageარმაზ ახვლედიანი ექს პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს "მოქალაქეთა კავშირის" ლიდერი იყო, ხოლო ვახტანგ ხმალაძე 80 - იანი წლებიდან აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული და პარლამენტის მესამე მოწვევის დეპუტატია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი საკონსტიტუციო მოდელით imageპრეზიდენტი ფაქტიურად ცერემონიული იქნება, ივანიშვილს ამ პოსტზე რთულად მართვდი პერსონა არაფერში სჭირდება.

ამ მხრივ ხმალაძეც და ახვლედიანიც პრემიერისთვის მისაღები კანდიდატურებია, მაგრამ თუ რომელიმე ამათგანს დაასახელებს კოალიცია პრეზიდენტობის კანდიდატად, რაც ძალზედ სარისკო ნაბიჯი imageიქნება, მაშინ "ქართულ ოცნებას" იმაზე მეტი რეიტინგი დასჭირდება, ვიდრე პირველ ოქტომბერს ჰქონდა, რადგან ქართულ საზოგადოებას ძლიერი და ქარიზმატული ლიდერი სჭირდება პრეზიდენტად და არა უკიდურესად სუსტი და ადვილად მართვადი პოლიტიკოსი.


სავარაუდოდ ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილზე შეაჩერებს imageარჩევანს. ბოლო დროს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები იძლევა მსგავსი პროგნოზირების საშუალებას, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

ერთი კი ნამდვილად ცხადზე უცხადესია, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება შემოდგომისთვის უფრო მძიმე წონიანი პოლიტიკოსი ეძებოს თავის რიგებში, რომელსაც ხალხიც გაჰყვება და ქვეყანაც გადარჩება.

6
95
25-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
95
  
2013, 26 აპრილი, 3:03
კახა შარტავას არავინ ფიქრობთ ? აბა დაფიქრდით :)
2013, 20 აპრილი, 16:05
ასევე გამოირიცხა ზურაბიშვილიც :))
2013, 19 აპრილი, 12:29
ალასანიას შანსი აღარა აქვს,გამორიცხულია.:)))
2013, 19 აპრილი, 10:14
ალასანია და უსუფაშვილი გამორიცხე
2013, 19 აპრილი, 9:31
alasania..
2013, 19 აპრილი, 9:06
მე ალასანია მგონია
0 1 6