საქართველო მარიკა ვერულაშვილის "დამანგრეველი" განცხადება "ნაც. მოძრაობის" უარყოფის შესახებ 2013, 18 აპრილი, 21:30 ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღითი დღე იშლება და მართლაც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ტოვებენ პარტიას, სწორედ იმ პარტიას, რომელმა მათ შექმნაში და საზოგადოებისთვის გაცნობაში უდიდესი როლი ითამაშა.ყველასთვის მოულოდნელი და მართლაც სკანდალური იყო მარიკა ვერულაშვილის გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც კულუარული ინფორმაციით 19 აპრილის აქციისა და კერძოდ ვანო მერაბიშვილის დისკრედიტაციას გულისხმობდა.-" ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაული იყო, რადგან არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კრახი სწორედ მერაბიშვილის დამსახურებაა, რის შემდეგაც იგი არ უნდა დარჩენილიყო გენერალური მდივნის თანამდებობაზე"- ექვსთვიან დუმილს არღვევს ვერულაშვილი და კამერებთან მერაბიშვილის მისამართით აანონსებს, რომ მას ხშირად მოუწევს უახლოეს მომავალში მსგავსი გულახდილობის მოსმენა და ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზსაც შეჰპირდა.სავარაუდოდ სიურპრიზში დათა ახალაიას ადვოკატის დღეს გაკეთებულ განცხადებას გულისხმობდა ვერულაშვილი, რომელიც ყოველთვის ახალაიების გუნდის წევრად მოიაზრებოდა კულუარებში.სწორედ ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე მისულმა ექს 'ნაციონალმა" გააკეთა ზემოთ აღნიშნული განცხადება. მარიკა ვერულაშვილი, რომელიც სააკაშვილის უახლოესი მეგობარი და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ ყოფილი ხელისუფლებისა, დღეს ძალიან პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს, როცა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ წერილზე აცხადებს, რომ ეს იყო მერაბიშვილის საჩუქარი, რომელიც მას თითქოს ახალაიამ გამოუგზავნა დაბადების დღის აღსანიშნავად.აქვე ამბობს, რომ მალე როლანდ ახალაიაც დატოვებს "ნაც."-ების რიგებს.ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვერულაშვილი ჩუმ სიმპათიებს "ქართული ოცნების"მიმართ და ჩუმ პროტესტს ყოფილი თანაგუნდელების მისამართით ასევე ჩუმად გამოხატავდა.საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ვერულაშვილს 469 28-ს მოსწონს 3-ს არა
|