x
image
ვიზა კოხაძე
შესაძლებელია თუ არა 19 აპრილის აქციაზე "პროვოკაციის" მოწყობა და "პროვოკაციის" რა მასშტაბებია მოსალოდნელი
image
image"ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია 19 აპრილის აქციისთვის ემზადება, რომელიც მათი განმარტებით ევროატლანტიკური კურსის გაძლიერებას ემყარება, თუმცა ისიც კარგადაა
imageცნობილი, რომ საქართველოში ევროპას არავინ არ ემიჯნება.როგორც კულუარებში ირკვევა, "ნაც.მოძრაობა " აქტიურად მუშაობდა ძალოვანი მინისტრების გადაყენების საკითხზე და აღნიშნული სამზადისი მიდიოდა imageმანამ, სანამ დათა ახალაია თავდაყირა არ დააყენებდა ნაციონალების პოლიტიკას.იგივე კულუარებში საუბრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სამიზნე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც დღევანდელ მინისტრთა კაბინეტში ივანიშვილთან ყველაზე დაახლოებული პირია.ასევე imageაქტიურად საუბრობენ 19 აპრილს მოსალოდნელ პროვოკაციაზე, თუმცა რა ფორმით მოხდება პროვოკაცია, არავინ იცის.სავარაუდოდ, სცენარი აქციის მსხვერპლით

დასრულებას გულისხმობს.

"ნაციონალების" მორიგ პროვოკაციაზე და სამიზნეებზე საუბრობს ექსპერტი კახა კახიშვილი, რომელიც ღიად ამბობს, რომ ოპოზიციას ევროპისკენ სწრაფვა კი არ მოწყურდა, არამედ მათი სამიზნე ღარიბაშვილი და მისი უწყებაა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გაუვათ თუ არა დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც სერიოზულად შეარყევს მინისტრის სკამს.

ექსპერტი კახიშვილი აცხადებს: - "მათ მხოლოდ ღარიბაშვილი აინტერესებთ, რადგან იციან შს სამინისტროს ტექნიკური შესაძლებლობები, "ნაცებმა" კარგად იციან თუ რას ნიშნავს, როდესაც შს მინისტრი შენი ერთგული კადრია.იმიტომ გაძლო სააკაშვილმა ხელისუფლებაში 9 წელი, რომ მერაბიშვილი მისი ერთგული კადრი იყო, რომელიც ამბიციებით არ გამოირჩეოდა."


ექსპერტი იხსენებს შევარდნაძის პერიოდს, როცა კახა თარგამაძის გადაყენებით(რასაც ჟვანიას თანამდებობაც კი შეეწირა), გატეხეს წელში ექსპრეზიდენტის ხელისუფლება. მისივე განმარტებით, ღარიბაშვილი სკამის შერყევა დამოკიდებული იქნება მხოლოდ დაგეგმილი პროვოკაციის მასშტაბურობაზე.-" თუ მასშტაბური პროვოკაცია იქნება, ისე რომ ხელისუფლებას გასასამართლებელი არგუმენტებიც კი არ ექნება, მაშინ ეს ადვილად გამოუვათ "ნაციონალებს".

24 საათზე ცოტა მეტი დარჩა ხვალინდელი აქციის დაწყებამდე და ღრმადა ვარ დარწმუნებული, თუ მართლაც მასშტაბური პროვოკაციაა დაგეგმილი, მაშინ პროცესები იმაზე უკეთესად წარიმართება, ვიდრე ჩვენი ისტორიის უახლეს წარსულში - 8 თებერვალს ვიხილეთ.

5
45
23-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
45
  
2013, 18 აპრილი, 23:13
araperic ar moxdeba, tu ki qartveli xalxi gonierebas gamoiyenebs.. an ra siaxle unda tqvan iseti rac ar utqviat?? an vis edavebian?? tavis vitom acyobil qveyanas ra unda daucunon...
2013, 18 აპრილი, 17:43
არანაირი პროვოკაცია არ იქნება,ილაპარაკებენ და დაიშლებიან.
2013, 18 აპრილი, 13:44
შესაძლებელია დიდი ალბათობით
2013, 18 აპრილი, 13:41
შესაძლებელია, რა თქმა უნდა
2013, 18 აპრილი, 13:41
არ გაგვეგონოს თუნდაც ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს რომელიმე ჩვენს თანაქალაქელს.
0 1 5