x
image
worldsport.ge
ილკაი გუნდოგანი: “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა”

imageდორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ილკაი გუნდოგანი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასულ გუნდებს შორის მადრიდის “რეალს” საუკეთესოდ მიიჩნევს და ინტერვიუში “ბლანკოსის” მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
შეგახსენებთ, რომ 24-30 აპრილს თურქული წარმოშობის 22 წლის ფეხბურთელის გუნდს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურისთვის ბრძოლა სწორედ “სამეფო კლუბთან” მოუწევს.
“რეალი” ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში და საუკეთესო ჩემპიონთა ლიგაზე. მაგრამ ჩვენ მას უკვე ვძლიეთ ჯგუფურ ეტაპზე. უდავოა, ახლა მადრიდელები უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე მაშინ, როცა ისინი დავამარცხეთ. მაშინ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია და მომავალი თამაშების წინ, ეს ოპტიმიზმით გვავსებს. შემიძლია გითხრათ, რომ “რეალთან” შეხვედრა სულაც არ გვადარდებს და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ფინალში ვითამაშოთ” - აცხადებს გუნდოგანი.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “დორტმუნდმა” “რეალი” გერმანიაში 2:1 დაამარცხა, ხოლო მადრიდში ფრედ 2:2 ითამაშა.


www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0