საქართველო მამუკა ღლონტი:,,უახლოეს საათებში სარფის საბაჟოზე დათა ახალაიას, სოსო თოფურიძის და მეგიზ ქარდავას გამოჩენას ელიან" 2013, 18 აპრილი, 11:25 ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა თავის ფეისბუქის გვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში დაბრუნებას ყოფილი მაღალჩინოსნები აპირებენ - “უახლოეს საათებში სარფის საბაჟოზე დათა ახალაიას, სოსო თოფურიძის და მეგიზ ქარდავას გამოჩენას ელიან."ამ განცხადებამ მამუკა ღლონტის ფეისბუქის მეგობრებშიც დიდი ინტერესი გამოიწვია, და მიუხედავად მათი დაჟინებული თხოვნისა ღლონტს განემარტა ხუმრობდა თუ სიმართლეს შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია, განცხადების ავტორს დამატებით განმარტებები არ გაუკეთებია. 2171 10-ს მოსწონს 4-ს არა
|