x
image
worldsport.ge
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას დელ ბოსკეს გაშვება არ სურს

imageესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას სურვილი აქვს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკესთან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგაც ითანამშრომლოს. ამის შესახებ, გამოცემა Mარცა იუწყება.
62 წლის ესპანელმა სპეციალისტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მომავალი მუნდიალის შემდეგ, სამწვრთნელო კარიერას დაასრულებს, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი მის გადარწმუნებას შეეცდება. მხარეებს შორის შეხვედრა უახლოეს ხანში იგეგმება, რომელზეც დელ ბოსკეს მომავალზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით ესპანელებმა მსოფლიოს 2010 და ევროპის 2012 წლების ჩემპიონატები მოიგეს.


www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0