ბრაზილიურმა სექს-შოპმა Sexonico-მ გამართა აუქციონი, გამარჯვებული მიიღებს საჩუქრად ინოვაციურ რეზინის თოჯინას სახელად ვალენტინას, პირველი ღამის უფლებაზე ფსონი 5 ათასი დოლარით დაიწყო, შემდეგ კი თანხა 20-ჯერ გაიზარდა, მრავალ მამაკაცს სურდა პირველად გაესინჯა ახალი, ინოვაციური რეზინის თოჯინა, რომელიც ყველაზე თანამედროვე მატერიალებისგან არის შექმნილი.სათამაშოს კანს პრაქტიკულად ვერ განასხვავებ ნამდვილისგან, ამჟამად ვალენტინას ფასი 105 ათას დოლარს შეადგენს.გამარჯვებული მამაკაცი ვალენტინასთან ერთად მიიღებს ეროტიული თეთრეულის კომპლექტს თავის რეზინის მეგობრისთვის და ვიდეოკამერას.მაგრამ ეს ყველაფერი არაა.ბედნიერი გამარჯვებული სან-პაულოს სასტუმრო Motel Swing-ში უფასოდ მიიღებს ნომერს მთელი ღამე და სადილს სანთლისა და შამპანურის ფონზე.ამასთანავე ორმხრივ ავიაბილეთებს, იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული უცხოელი იქნება.ვალენტინას სურათები უხვადაა გამოფენილი ინტერნეტ-მაღაზიის საიტზე.სკანდალურიაუქციონი 31 მარტს დამთავრდა.გამარჯვებული უცნობია.