x
image
worldsport.ge
რუმენიგე ზამთრის ჩემპიონატს ემხრობა

imageმიუნხენის “ბაიერნის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე წინააღმდეგი არაა, რომ ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წლის ზამთარში ჩატარდეს.
ზაფხულობით ყატარში ძალიან ცხელა და მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის ამ ქვეყანაში ჩატარება გადაწყდა, ხშირია საუბრები ტურნირის გამართვის ვადების შეცვლაზე. ყატარელები ირწმუნებიან, რომ ზაფხულშიც შეძლებენ სტადიონებზე “გრილი ამინდის შექმნას”, მაგრამ ზამთარში ბუნებრივადაა ისეთი ტემპერატურა, რომლის დროსაც ფეხბურთის თამაში სასიამოვნოა.
ასეთ შემთხვევაში რუმენიგე ევროპის საფეხბურთო კალენდარის შეცვლაში დადებით მომენტებს ხედავს და Die-Welt-ს განუცხადა:
“მაისიდან აგვისტომდე ფეხბურთს არ ვთამაშობთ, არადა, ამ დროს საუკეთესო ამინდებია. კალენდრის ცვლილება, შესაძლოა, ერთგვარ უპირატესობად იქცეს. პაუზა იანვარ-თებერვალში, ან ოქტომბერ-ნოემბერში უნდა ავიღოთ. ასეთ გეგმებში ბევრ პლუსს ვხედავ ბუნდესლიგისთვის”.


www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0