ჰოლანდიის ერედივიზიონის გასულ ტურში სასეირო მომენტი ვიხილეთ. "უტრეხტის" 20 წლის მცველმა მაიკ ვან დერ ჰორნმა ავტოგოლი მიითვალა, რომელიც ფეხბურტის სასაცილო ვიდეორგოლებში ნამდვილად მოხვდება. ეს მოხდა "ალკმაართან" გასვლით შეხვედრაში, რომელიც "უტრეხტმა" 0:6 წააგო.
ვან დერ ჰორნმა ბურთის მოგერიება სცადა, მაგრამ ძალიან მარცხიანად გამოუვიდა. ამ გოლით ანგარიში 0:4 გახდა.
ვან დერ ჰორნი ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.
www.worldsport.ge