x
image
worldsport.ge
“ნიუკასლის” ფანებმა “ბნელი 80-იანები” გაიხსენეს

imageკვირა საღამოს არეულობა ნიუკასლის ცენტრალურ სადგურთან მოხდა, სადაც გადარეული ფანები პრემიერლიგაში საკუთარი გუნდის “სანდერლენდთან” 0:3 დამარცხებას აპროტესტებდნენ. სკოტლენდ იარდის ცნობით, 27 ადამიანი დააპატიმრეს და ვიდეოინფორმაციის გაშიფრვის შემდეგ კიდევ ბევრს დაიჭერენ. ცხენოსანი პოლიცია წესრიგის დამყარებას ცდილობდა, თუმცა გამწარებული ფანები არაფერს ერიდებოდნენ, პოლიციელებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ. ერთმა თავზეხელაღებულმა კი პოლიციელის ცხენს მუშტი გამეტებით ჩაარტყა. ამ კადრმა მთელი ბრიტანული მედია მოიარა.
უკვე ზედიზედ მეორე დღეა, ინგლისში ასეთი ამბები ხდება. შაბათს, “უემბლიზე”, ასოციაციის თასის ნახევარფინალს შემდეგ, სადაც “მილუოლმა” 0:2 წააგო “უიგანთან”, პოლიციამ “მილუოლის” 12 ფანი დააკავა.


www.worldsport.ge

0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0