x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მკვდარი მსახიობი 12 საათი იწვა მეტროში

imageპოლიციელებმა დაადგინეს მიცვალებულის ვინაობა, რომელიც 12 საათის განმავლობაში იწვა ნიუ-იორკის მეტროს რელსებზე.იგი აღმოჩნდა 22 წლის დამწყები მსახიობი ემილი სილგტონი.ტრაგედია მოხდა ნიუ-იორკის კანალ სტრიტის მიწისქვეშა ჩასასვლელში მანჰეტენზე.როგორც Daily Mail-ი იტყობინება, გოგონა ბრუნდებოდა სახლში გვიან ღამით.იგი მეგობრებთან ერთად იყო ბარში გრინვიჩ-ვილიჯში.უკანასკნელად იგი 01.30 წუთზე ნახეს და მეტროსკენ მიემართებოდა.12 საათის შემდეგ გვამი მგზავრმა რელსებზე აღმოაჩინა და "911" გამოიძახა.მოსულმა მედიკოსებმა და მაშველთა სამსახურმა გოგონას სიკვდილი დააფიქსირა. პოლიციის განცხადებით გოგონა სიმთვრალის გამო წაიქცა, გადავარდა რელსებში და თავი დაარტყა.ეს გახდა სიკვდილის მიზეზი.ემილი სილგტონმა უნივერსიტეტი დაამთავრა და გადაწყვიტა მსახიობი გამოსულიყო, იგი თეატრალურ სკოლა "Neighborhood Playhouse"-ში სწავლობდა.

1
214
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
214
  
0 1 1