საქართველო პრეზიდენტი სააკაშვილი შევა თუ არა ისტორიაში "დამანგრევლის" სახელით? 2013, 11 აპრილი, 5:01 ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა ჩაატარა გამოკითხვა, თუ როგორ აფასებენ სააკაშვილის ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდს საზოგადოებაში და რა სახელით შევა იგი ისტორიაში? შეკითხვაზე პასუხი გასცეს სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულმა წევრებმა, რომელთა უმეტესობამ პრეზიდენტი სააკაშვილი "დამანგრევლად" მოიხსენია.აი, რას ამბობენ მასზე ცნობილი სპორტსმენები, კომპოზიტორები, რეჟისორები და პოლიტიკოსები.
ნუგზარ ბაგრატიონი:- "სააკაშვილზე კარგს ვერაფერს ვიტყვი.მის მიმართ იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, შეიძლება ისტორიაში შევიდეს, როგორც "დამანგრეველი".
ნონა გაფრინდაშვილი:-"სააკაშვილი ისტორიაში კარგი სახელით რომ ვერ შევა, ამაში დარწმუნებული ვარ."მიხეილ დამანგრევლის" წოდება რბილადაც კი მეჩვენება...მის მოქმედებებს უკვე სახელიც არა აქვს". ნუნუ გაბუნია:-"იმდენი ცუდი რამ მოხდა ამ 9 წლის განმავლობაში, რომ მიჭირს მისთვის სახელის დარქმევა.მან საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანა, იმდენი უცხოტომელი ჩამოასახლა ქართულ მიწაზე;ინდოელები, ირანელები, არაბები და ვთვლი რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორს "მიხეილ ერის გადამგვარებელის"სახელით.პოლიტიკოსები კი უფრო ულმობერნი აღმოჩნდნენ და სააკაშვილზე განაცხადეს, რომ მას "დამანგრეველზე" უფრო უარეს წოდებას მიანიჭებს ქართველი ხალხი და ისტორია. გავა დრო და ისტორია მართლაც ობიექტურად შეაფასებს ე.წ."რეფორმატორების" მმართველობის 9 წლიან ისტორიას და ვინ იცის, რა განაჩენს გამოუტანს მიხეილ სააკაშვილს ქართველი ერი. 390 26-ს მოსწონს 3-ს არა |
უბრალოდ არ მესმის სტატიას რას ერჩიან,რატომ უკეთებენ დისლაიქებს,ეს ხომ სიბეცეა.არ ვიცი რა დავარქვა???მე ხომ გავიხარჯე და მოვიძიე მასალები,რომ აქ დამედო?ეს ბოროტებაა,რასაც არასოდეს არავის არ გავუკეთებ.