სხვა 10 ყველაზე სასაცილო და უცნაური ფობია 2013, 10 აპრილი, 13:41 ![]() 1.ურანოფობია, ანუ ცის შიში - ამ ფობიის მქონეებს არ შეუძლიათ ცაში ახედვა.ისინი ძირითადად სახლში იმყოფებიან და ფანჯარაში გახედვაც კი შიშისმომგვრელია მათთვის. 2.პართენოფობია, ანუ ახალგაზრდა ქალბატონებისა და გოგონების მიმართ შიში - ამ ფობიის მქონენი დალაპარაკებასაც კი ვერ ახერხებენ ახალგაზრდა სუსტ სქესთან, იმდენად ეშინიათ მათი. 3.ალიუმფობია, ნივრის შიში - ალიუმფობიკები სულაც არ არიან ვამპირები, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც ნივრის შიში აქვთ, როგორც მისი სუნის, ასევე დანახვისაც. 4.ჩეტოფობია, ანუ თმების შიში - ადამიანი დღეში 60-დან 100-მდე თმის ღერს კარგავს და მათი დანახვა ზოგიერთ ადამიანს წარმოუდგენელ შიშს ჰგვრის.აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობენ პელადოფობიკები, რომელთაც მელოტი ადამიანების დანახვა ჰგვრით შიშს. 5.კლინოფობია, ანუ საწოლში დაწოლის შიში - ამ ფობიით დაავადებულები, რაც არ უნდა დაღლილები იყვნენ ისინი, საწოლში შიშის გამო ვერ წვებიან. 6.აპოტემნოფობია, ანუ ადამიანთა შიში, რომელთაც ამპუტირებული აქვთ სხეულის რომელიმე ნაწილი. 7.აულოფობია, ანუ ფლეიტის შიში - ფლეიტა სრულიად უწყინარი მუსიკალური ინსტრუმენტია, თუმცა ზოგიერთს მისი ძალიან ეშინია, როგორც მოსმენით, ასევე დანახვითა და ხელის შეხებით. 8.გენიოფობია, ანუ ნიკაპის შიში - ამ ფობიით დაავადებულებს ეშინიათ გრძელი ნიკაპის. 9.დალიოფობია, ანუ გრძელი სიტყვების შიში - ამ ფობიის მქონეებს მით უფრო მძაფრი შიში აქვთ, რაც გრძელია სიტყვა. 10.პანოფობია, ანუ ყველაფრის შიში - ესაა ყველაზე საშინელი ფობია, რომლითაც ადამიანი გამუდმებით იტანჯება. 338 4-ს მოსწონს
|