x
image
თამუნა გეწაძე
კონსტანტინე მელაძე შოუბიზნესიდან მიდის?

image2012 წლის 27 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 30 წლის ქალბატონი.საჭეს მართავდა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, კონსტანტინე მელაძე. ის დიდი სისწრაფით მოძრაობდა და ავტობუსების გაჩერებასთან დაეჯახა ქალბატონს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავები ყვებიან, რომ მელაძემ ძალიან მძიმედ გადაიატანა ეს ტრაგედია, ის მზადაა შეწყვიტოს მუსიკის წერა და უარი თქვას პროექტებზე რადგან თავს დამნაშავედ თვლის და დანაშაულის გრძნობა არ აძლევს საშუალებას იმუშაოს. მან განაცხადა, რომ ყველა ხარჯს რაც გარდაცვლილის შვილებს უკავშირდება საკუთარ თავზე აიგებს.გარდაცვლილს ორი შვილი დარჩა 5 წლის დანიელი და 2 წლის სოფია.

ნათესავები და ოჯახის ახლობლები არ გამოთქვამენ პრეტენზიას კომპოზიტორის მიმართ. მათი თქმით, ის თავიდანვე წესიერად მოიქცა თვითონ დაურეკა სასწრაფო დახმარებას და მილიციას.ცდილობდა დაზარალებულის ადგილზე დახმარებას და ტანამშრომლობდა გამოძიებასთან. იმედია, სამართალდამცავები გაითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ მან არ მიატოვა განსაცდელში დაღუპულის ოჯახი. თვით კონსტანტინე კი მზადაა ყველანაირი სასჯელისათვის.

3
53
6-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
53
  
2013, 10 აპრილი, 13:49
არ იმსახურებდა ეს ადამიანი ამხელა ცოდვას...პატიოსანი და ღირსეული აამიანია და ღმერთმა შეუნდოს
2013, 10 აპრილი, 13:18
ტექსტი შეასწორე სიტყვა თანამშრომლობა მექანიკური შეცდომაა
2013, 10 აპრილი, 12:46
ცოდოა :(
0 1 3