კატალონიის “ბარსელონადან” ვიქტორ ვალდესის აბარგების შემდეგ, მის ადგილს ესპანელი მეკარე დაიკავებს. El Mundo Depotivo-ს ცნობით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ 31 წლის მეკარე ლეგიონერით არ ჩაანაცვლოს.
მოგეხსენებათ, კატალონიელებს ვალდესის შენარჩუნება სურთ, მაგრამ თავად მეკარეა უარზეა და ახალი მიზნებისკენ ისწრაფვის. უკანასკნელ პერიოდში, “ბარსელონას” სახელს არაერთ მეკარეს უკავშირებდნენ, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ მხოლოდ ესპანელების კანდიდატურები დარჩება.
ცნობისათვის, “ბარსელონას” სატრანსფერო სიაში არიან ვისენტე გუაიტა (“ვალენსია”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”) და პეპე რეინა (“ლივერპული”). ესპანელი ჟურნალისტების აზრით, კატალონიაში გადაბარგების ყველაზე მეტი შანსი გუაიტას აქვს.
ირაკლი ჯაფარიძე
www.worldsport.ge