საზოგადოება გარდაცვლილ პატრონთან ერთად ძაღლი მოკლეს და დაასაფლავეს 2013, 5 აპრილი, 9:24 ინდიანას შტატში მცხოვრებმა 68 წლის ბრმა ქალმა შეილა სტადლერმა ნათესავებს უცნაური ანდერძი დაუტოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ მასთან ერთად დაემარხათ მისი საყვარელი ძაღლი ტოფი, ქალი სიმსივნით იყო დაავადებული და მალევე გარდაიცვალა.ხოლო აბსოლუტურად ჯანმრთელი ძაღლი-გზამკვლევი ექიმებმა დააძინეს და ისე მოკლეს, იუწყება UPI.ძაღლის გვამი დაკრძალვის ცერემონიალზე მიიტანეს და მიცვალებულის ფეხებთან დადეს.ამ ფაქტმა შტატის მაცხოვრებელთა და ცხოველთა დაცვის კომიტეტის მხრიდან საშინელი აღშფოთება გამოიწვია, მწვავედ იქნა გაკრიტიკებული არა მარტო ნათესავები, არამედ Honey Creek Animal Hospital-ის ექიმი ჯორჯ რაილი.თვითონ ექიმმა გადაწყვეტილებას "უცნაური საქციელი" უწოდა, თუმცა დასძინა, რომ "კანონის მიხედვით მათ ჰქონდათ უფლება მოქცეულიყვნენ ისე, როგორც საჭიროდ თვლიდნენ".თავის გამართლების მიზნით ენდიმ, შეილას შვილმა განაცხადა:"ტოფიზე დიდად იმოქმედა პატრონის გარდაცვალებამ, იგი უსიცოცხლოდ დახეტიალობდა წინ და უკან და ძალზე მოწყენილი იყო".ადამიანებმა, რომლებიც მათი ამ საქციელით შოკირებულები იყვნენ ასეთი კომენტარი გააკეთეს:"სტადლერს, რომ ძაღლი ჰყვარებოდა ასეთ საშინელ განაჩენს არ გამოუტანდა და საფლავს არ გაუთხრიდა". 44 2-ს მოსწონს
|