x
image
worldsport.ge
“მანჩესტერმა” “ოლდ ტრაფორდი” მსოფლიო თასს არ დაუთმო

imageინგლისის საფეხბურთო კლუბმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარი არენა “ოლდ ტრაფორდი” სტადიონთა იმ სიიდან გამორიცხა, რომლებზეც 2015 წელს მორაგბეთა მსოფლიო თასის თამაშები უნდა გაიმართოს.
The Telegraph-ის ცნობით, 2015 წლის 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე გასამართი მსოფლიო თასის ორგანიზატორებს სურდათ, 75-ათასიან სტადიონზე ფინალური ეტაპის სამი თამაში გაემართათ და ბილეთების გაყიდვით 80 მილიონი გირვანქა სტერლინგის მიღებასაც ვარაუდობდნენ.
მაგრამ “მანჩესტერის” ხელმძღვანელობა, რომელიც მომავალ ზაფხულს გაზონის გამოცვლას აპირებს, ფიქრობს, რომ ასეთი გრაფიკი მინდვრის საფარს საგრძნობლად დააზიანებს. ახალი მოედანი ბუნებრივი და ხელოვნური საფარის შერწმით უნდა შეიქმნას და ის მანჩესტერელებს 500 ათასი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ.
აღსანიშნავია, რომ “ოლდ ტრაფორდზე” ყოველწლიურად, შემოდგომით, რაგბი-ლიგის სუპერლიგის ფინალური მატჩი იმართება.
რადგან “იუნაიტედის” წარმომადგენლებმა უარი თქვეს, მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა მოლაპარაკება მეორე მანჩესტერულ კლუბ “სიტისთან” დაიწყეს და მისი 48-ათასიანი “ეტიჰედ სტედიუმის” გამოყენება ისურვეს. ერთ-ერთ ვარიანტად ამ სამი თამაშის ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე გადატანაც განიხილება.


www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0