x
image
worldsport.ge
“რეალის” ერთ-ერთი ფინანსური გარიგების გამოძიება იწყება

image The Independent-ს დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ფინანსური გარიგება ევროკომისიის გამოძიების მიზეზი გახდა. საქმე ეხება 1996 წელს, მადრიდულ კლუბსა და ქალაქის მერიას შორის დადებულ
შეთანხმებას. არსებობს ეჭვი, რომ “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუს” მიმდებარე
ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი საბაზროზე გაცილებით დაბალ ფასად
შეიძინა, რაც სახელმწიფოს მხრიდან უკანონო დახმარებად ითვლება.
“სანტიაგო ბერნაბეუს” გარშემო, მადრიდულ კლუბს სავაჭრო ცენტრი და
სასტუმროების კომპლექსი აქვს, საიდანაც “რეალის” ბიუჯეტი არცთუ მცირე
თანხებით ივსება. არსებობს ვარაუდი, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სავაჭრო
ცენტრი და სასტუმროების კომპლექსია განთავსებული, “რეალმა” წესების
დარღვევით შეიძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული კომისია ვარაუდობს, რომ მადრიდის
მთავრობამ, სახელმწიფოს მხრიდან უკანონო დახმარების გაწევის მიზნით,
“რეალს” მიწის ნაკვეთი დაბალ ფასად სპეციალურად მიჰყიდა. ცნობილი გახდა,
რომ 1996 წელს, ტერიტორია “რეალმა” 421 ათას ევროდ შეიძინა, ხოლო 2011
წელს, თავად მადრიდელებმა ის 22.7 მილიონ ევროდ შეაფასეს. სწორედ ეს გახდა
ეჭვების გაჩენისა და გამოძიების დაწყების მიზეზი.

თუ “რეალსა” და მადრიდის მერიას შორის დადებულ გარიგებაში დარღვევები
მართლაც დაფიქსირდა, “სამეფო კლუბს” ფინანსური ფეირ ფლეის ნორმების
დარღვევისთვის სანქციები ემუქრება.


მიშა ზაქარეიშვილი


www.worldsport.ge



0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0