x
image
worldsport.ge
ანჩელოტის გული სასიკეთოს უგრძნობს

imageფრანგული პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ, რომელსაც მისი გუნდი კატალონიური “ბარსელონას” წინააღმდეგ დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს, ამაღლებული განწყობა და კარგი წინათგრძნობა აქვს.
1/8-ფინალში ფრანგულმა გრანდმა პრიმერა დივიზიონის კიდევ ერთი წარმომადგენელი, “ვალენსია” დაამარცხა, ხოლო “ბარსელონამ” იტალიური “მილანის” წინააღმდეგობა გატეხა.
იტალიელი სპეციალისტის სიტყვები უეფას ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
“კარგი წინათგრძნობა მაქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც “ვალენსიასთან” თამაშის წინ. ჯერჯერობით ლიგაზე კარგად ვასპარეზობთ. ვფიქრობ, წინ სეზონის ურთულესი და ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველის. ვფიქრობ, ბურთის ფლობის მხრივ პრობლემა გვექნება და ამიტომ, როდესაც შანსი მოგვეცემა ის მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ.
ძალიან ძნელია ისეთი ფეხბურთელების შეჩერება, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ლიონელ მესი არიან. უწინარესად, კონცენტრირება საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ მეტოქის ფეხბურთელებზე. “ბარსელონას” შემადგენლობას მიუხედავად, ჩვენ საკუთარი ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებთ. ბოლო დროს თავს კარგად ვიცავთ, საუცხოოდ ვმოქმედებთ კონტრშეტევებისას და თავდაჯერებული ვმოქმედებთ უბურთოდ” - განაცხადა ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.


www.worldsport.ge

0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0