x
image
worldsport.ge
რონალდუ – ცხოვრება მინდორს მიღმა
რონალდუ სიმსივნით დაავადებულ ბავშვთან ერთად,  რომელიც 14 მარტს გარდაიცვალა თითოეულ სპორტსმენს ცხოვრებაში აქვს მიმართულებები, რომელზეც მასამ ნაკლებად იცის, ან საერთოდ არ იცის. სპორტსმენიც ხომ ადამიანია და არა მანქანა. როგორია კრიშტიანუ რონალდუს “უხილავი ცხოვრება”? აქ ისეთ შემთხვევებს დავწერთ, რომელიც ბევრს დაანახვებს, რომ რონალდუ-პიროვნება ღირსებებით არ ჩამორჩება რონალდუ-ფეხბურთელს.


1. წლეულს 14 მარტს 9 წლის ბავშვი დაიღუპა – სახელად, ნუჰაზეტი. მიზეზი სიმსივნე იყო. რონალდუმ ბოლომდე გადაიხადა მისი მკურნალობის ხარჯები. ნუჰაზეტი 7 წლის ასაკიდან ავადმყოფობდა. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, ბავშვს ნუ აწვალებთ, გამოჯანმრთელების იმედი ნუ გექნებათო, მაგრამ ნუჰაზეტი იბრძოდა... 14 მარტს გარდაიცვალა.

2. რონალდუმ საკუთარი მაისურა აუქციონზე გაიტანა, რათა შემოსული ფული ავადმყოფ ბავშვს მოხმარებოდა.

3. რონალდუმ საკუთარი ხელთამანები მისცა გულშემატკივრებს, რომლებიც მას მატჩისწინა ვარჯიშისას ამხნევებდნენ. ეს “მალიორკასთან” მატჩის წინ.


4. პორტუგალიელმა საკუთარი მაისურა აჩუქა ქომაგს, რომელსაც მატჩის დროს ცხვირი გაუტეხა. “რეალი” შინ “ხეტაფეს” ხვდებოდა, კრიშტიანუმ დაარტყა და ბურთი გულშემატკივარს ცხვირში მოხვდა, სისხლი წამოუვიდა და ძლივს შეუჩერეს.

5. კრიშტიანუმ პალესტინელი ბავშვების დასახმარებლად გადარიცხა თანხა - 2400 ევრო. ყვითელი ბუცები გაიტანა აუქციონზე და სასტარტო ფასი 700 ევრო იყო, თუმცა 2400-ად გაიყიდა.

6. რონალდუ გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები”-ს ელჩი. პორტუგალიელმა მონაწილეობა მიიღო შიმშილის საწინააღმდეგო კამპანიაში, ასევე პროპაგანდა გაუწია ცხოვრების ჯანმრთელ წესსა და ფიზიკურ აქტიურობას.“მამა ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ბავშვისთვის ცხოვრების სწორად წარმართვა. მინდა, რომ ჩემი პატარა ვაჟი რაც შეიძლება მალე მიჰყვეს ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ასეთი შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს”.
7. რონალდუმ წითელ ჯვარს 100000 ევრო გადასცა. ეს თანხა პორტუგალიელმა უეფა-სგან მიიღო და მაშინვე გადააგზავნა წითელ ჯვარში. უეფაშიც აღნიშნეს, რომ თანხა ავღანეთში ნაღმზე აფეთქებული პიროვნებების მკურნალობას მოხმარდება.

8. რეგიონს, სადაც რონალდო დაიბადა და გაიზარდა (მადეირა), წყალდიდობა დაატყდა თავს. “რეალი” იმ დღეებში “ვილიარეალს” მასპინძლობდა და პორტუგალიელმა სუპერგოლი გაიტანა, ხოლო რიტუალი ასე შეასრულა: მაისურა აიწია და წარწერა გამოაჩინა, რომლის შინაარსიც ის იყო, რომ სამშობლოში დატრიალებული ამბები ძალიან აღელვებდა. რონალდუს საქველმოქმედო მატჩის გამართვაც სურდა, თუმცა ვერ მოახერხა.

9. ეს ამ თვეში მოხდა. “რეალმა” გასვლაზე სძლია “მანჩესტერ იუნაიტედს”, გადამწყვეტი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაუტანა ყოფილ კლუბს და არ იზეიმა – პატივი სცა “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგებს. მატჩის შემდეგ მასპინძელთა გულშემატკივრებმა სიმღერა წამოიწყეს: “ვივა რონალდუ”.

“მანჩესტერ იუნაიტედის” Facebook-ის ოფიციალური გვერდი: “სასიამოვნო იყო რონალდუს დაბრუნება “ოლდ ტრაფორდზე”. შემდგომ ეტაპებზე ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, კრიშტიანუ!”.


www.worldsport.ge

2
493
6-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
493
  
2013, 5 აპრილი, 14:27
მადლობა ამ ნიუსისთვის ავტორ...ძალინ მაგარი ფეხბურთელია და კარგი ადამიანი და ვინც მის ამ მხარეს სწორად ვერ ღიქვამს და თვალს იბრმავებს,მას სულიც ბრმა აქვს...მინდა რომ რეალთან ერთად დიდ წარმატებებს მიაღწიოს და არ გაყვეს მაურინიოს,რომელიც იმედია წავა...
2013, 3 აპრილი, 15:22
ყოჩაღ!
0 1 2