“პალერმოს” პრეზიდენტს მაურიციო ძამპარინის სერია B-ში გავარდნა იმდენად არ სურს, რომ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის პრემიალური თანხა გააორმაგა. ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა Football Italia იუწყება.
თავდაპირველად, ძამპარინი ფეხბურთელებს 1, 6 მილიონ ევროს შეჰპირდა. ამჯერად, მან პრემიალური თანხა 3, 2 მილიონ ევრომდე გაზარდა.
დღესდღეობით, “პალერმოს” 21 ქულა აქვს და 20 გუნდში ბოლო ადგილზეა.
www.worldsport.ge