x
image
თამუნა გეწაძე
არსებობენ თუ არა ბედნიერი სახელები?
image

ოჯახში ყველაზე დიდი სიხარული პატარა ბავშვის დაბადებას მოსდევს.იწყება გაუთავებელი მსჯელობა, ბავშვის სახელთან დაკავშირებით.ჯერ კიდევ ხშირად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა პატარას ოჯახის უფროსი წევრების სახელს არქმევენ, ძირითადათ ეს ხდება გვარის გამგრძელებლის დაბადების შემთხვევაში. არის შემთხვევები როცა ბავშვს აარქმევენ სახელს, რომელიც მშობლებს მოსწონთ. არსებობენ თუ არა ბედნიერი სახელები? ამ კითხვას, რომ ვუპასუხოთ უნდა გავეცნოთ იმ სპეციალისტების აზრს, რომლებიც იკვლევენ სახელის დამოკიდებულებას ადამიანთა ბედზე. მათი აზრით, არსებობს ბედნიერი და არაბედნიერი სახელები. ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი, ამიტომ ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მათთვის სახელის არჩევას.ბედნიერად ითვლება წმინდანების სახელები, აგრეთვე იმ ადამიანების სახელები, რომლთა დიდება დრომ ვერ წაშალა.

image

არასასიამოვნოა პატარას დავარქვათ იმ ადამიანის სახელი, რომელიც მისი ცხოვრებით არ იყო ბედნიერი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი ადამიანის სახელს ბავშვისთვის ბედნიერება არ მოაქვს, რადგან ქვეცნობიერათ ხდება კავშირი უბედური ადამიანის ბედთან.


image

არსებობენ მარტივი და სასიოამოვნო ჟღერადობის სახელები. მათი დარქმევა სასიამოვნოა, ხოლო რთული წარმოსათქმელი და არასასიამოვნო ჯღერადობის სახელის დარქმევა არ არის მიზანშეწონილი.

image

უნდა გვახსოვდეს რომ იშვიათი, დიდი ძნელადწარმოსათქმელი სახელი, რომელიც დაკავშირებულია უცხო კულტურასთან შეიძლება ბავშვისთვის არასასიამოვნო გახდეს, ხოლო ირგვლივმყოფებს მოუტანოს გაურკვევლობა.

image

პირველ რიგში ბავშვს უნდა დავარქვათ სასიამოვნო სახელი, რომ მისი ხსენების შემთხვევაში ჩვენც სიამოვნებას განვიცდიდეთ და ჩვენი შვილიც.

0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0