x
image
worldsport.ge
"ბაიერნი" - "იუვენტუსი": ურთიერთშეხვედრების ისტორია
imageჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილებიდან ყველაზე თანაბარი, ალბათ, "ბაიერნი"-"იუვენტუსია". ორი გიგანტის დაპირისპირებებს ყველა მოუთმენლად ელის და საინტერესო იქნება, მათი ურთიერთშეხვედრების ისტორიასაც გადავხედოთ. ჩემპიონთა ლიგაში (და ევროტურნირებზე მთლიანად) გუნდები 6-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ ექვსივეჯერ ჯგუფურ ეტაპზე. 2004/2005 წლების სეზონი: ჯგუფიდან ორივე გრანდი გავიდა, მერვედფინალიც გადალახეს, შემდეგ კი "იუვე" "ლივერპულთან" დამარცხდა, "ბაიერნი" კი - "ჩელსისთან". ფაბიო კაპელოს გუნდმა ორივე მატჩი მოუგო ფელიქს მაგათის "ბაიერნს". შინ პაველ ნედვედმა, სტუმრად კი ალესანდრო დელ პიერომ გაიტანეს გადამწყვეტი გოლები. ჯგუფში კიდევ 'აიაქსი" და თელ ავივის მაკაბი" იყვნენ. 2005/2006: გუნდებმა მოგებები გაცვალეს. მიუნხენში სებასტიან დაისლერის დარტყმული ფეხებს შუა გაუძვრა კრისტიან აბიატის, შემდეგ კი მარტინ დემიკელისმა თავით შეაგდო, ხოლო ბოლო წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახლოდან ძლიერი დარტყმით შეამცირა სხვაობა. ტურინში "ბებერი ქალბატონის" ორივე გოლი ტრეზეგესი იყო. ამ ჯგუფშიც, "იუვე" პირველზე გავიდა, "ბაიერნი" კი მეორეზე. 2009/2010: ამჯერად ისე მოხდა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე "ბორდო" გავიდა, "იუვესა" და "ბაიერნს" კი ბრძოლა მოუწიათ მეორე ადგილისთვის და გერმანელებმა იმარჯვეს. მიუნხენში თუ 0:0 დასრულდა, ჯგუფის ბოლო ტურში ლუის ვან გაალის გუნდმა ჩირო ფერარას "იუვენტუსს”' 4:1 აჯობა. მართალია, ტრეზეგემ ლამაზი გოლით (ჩაწოლილმა, ერთი შეხებით) დააწინაურა "ბებერი ქალბატონი", მაგრამ ივიცა ოლიჩმა ჯერ პენალტი მოინადირა და მეკარე ბუტმა ზუსტად დაარტყა, შემდეგ კი ხორვატმა ახლოდან შეაგდო. ამას მოჰყვა მარიო გომესისა და უკრაინელი ანატოლი ტიმოშჩუკის გოლები. "იუვე" ჯგუფში დარჩა, "ბაიერნმა" კი ფინალამდე მიაღწია და იქ მაინც წააგო იტალიურ კლუბთან - "ინტერთან".
2004. იუვენტუსი-ბაიერნი 1:0გოლი: ნედვედი (75)

2004. ბაიერნი-იუვენტუსი 0:1 გოლი: დელ პიერო (90)

2005. ბაიერნი-იუვენტუსი 2:1 გოლები: დაისლერი (33), დემიკელისი (39), იბრაჰიმოვიჩი (90)

2005. იუვენტუსი-ბაიერნი 2:1გოლები: ტრეზეგე (63), დაისლერი (66), ტრეზეგე (85)


2009. ბაიერნი-იუვენტუსი 0:0

2009. იუვენტუსი-ბაიერნი 1:4 გოლები: ტრეზეგე (19), ბუტი (29 პენ), ოლიჩი (50), გომესი (83), ტიმოშჩუკი (90)
მეოთხედფინალის პირველი მატჩი 3 აპრილს მიუნხენში გაიმართება, ერთ კვირაში კი ტურინში გაირკვევა, თუ ვინ გავა ნახევარფინალში.


წყარო: www.worldsport.ge

0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0